ტრამპის ბანაკი ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმების ხელახალი გადათვლის დაბლოკვას ცდილობს
02-12-2016, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები და მხარდამჭერები ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმების ხელახალი გადათვლის ძალისხმევის დაბლოკვის ნაბიჯებს დგამენ. ამის შესახებ BBC წერს.

 


სასამართლოსადმი შუამდგომლობის წინადადებები „მწვანეთა პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯილ სტეინის ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნის შეჩერებას ეხება.

 


სტეინს, რომელიც ამბობს, რომ მისი კამპანია ფოკუსირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის ერთიანობა, ეჭვი შეაქვს იმაში, თუ რატომ „ეშინია“ ტრამპს ხმების ხელახალი გადათვლის.

 

 

(ჯილ სტეინი, "მწვანეთა პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი)

 


თუმცა, როგორც BBC წერს, თუ ეს გადათვლა მოხდება, არ არის მოსალოდნელი, რომ მან შეცვალოს არჩევნების შედეგები.

 


პარასკევს, მიჩიგანის „რესპუბლიკელმა“ გენერალურმა პროკურორმა ბილ შუტიმ შტატის უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის წინადადება შეიტანა - დაიბლოკოს პოტენციური ხმების გადათვლა შუადასავლეთ შტატში.

 


მან თქვა, რომ ეს შეიძლება გადასახადების გადამხდელებს „მილიონები“ დაუჯდეს, მაგრამ სტეინმა ამ ნაბიჯს უწოდა „სამარცხვინო“ მცდელობა ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას.

 


ტრამპის გუნდმა მიჩიგანის საარჩევნო საბჭოში ერთი დღით ადრე საჩივარი შეიტანა, რათა დაიბლოკოს 4.8 მილიონი ბიულეტენის ხელით გადათვლა შუადასავლეთ შტატში, სადაც „რესპუბლიკელმა“ ტრამპმა 10 700 ხმით გაიმარჯვა მის კონკურენტზე, „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონზე.

 


ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ქალბატონი სტეინი არ შეიძლება ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდეს, რადგან იგი არ ყოფილა საკმარისად „დაზარალებული“, რომ ხმების ნებისმიერ არასწორად დათვლას შეიძლებოდა შეეცვალა მისი არჩევნების შედეგები. მან მიჩიგანის ხმების მხოლოდ 1% აიღო.

 


ვისკონსინში, ტრამპის მხარდამჭერებმა, სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს დროებითი ამკრძალავი სასამართლო გადაწყვეტილება, შეჩერდეს ვისკონსინის ხელახალი გადათვლა, მას შემდეგ რაც ხმების დათვლის პროცესი იქ ხუთშაბათს დაიწყო.

 


სარჩელი ამტკიცებს, რომ ხელახალი გადათვლა საფრთხეს უქმნის მათი სათანადო პროცესის უფლებებს, ვინც ხმა მისცა ტრამპს და მოსალოდნელია, რომ შეიცავდეს შეცდომებს, რადგანაც ოფიციოზი ჩქარობს 13 დეკემბრის ბოლო ვადას არ გადასცდეს.

 


ამასობაში, ტრამპის ადვოკატებმა სარჩელი პენსილვანიაშიც შეიატნეს და იქაც იგივეს, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატის მიერ ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნის შეჩერებას ცდილობენ.

 


„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, რომელმაც ტრამპთან წააგო, ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ მისმა ადვოკატებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კამპანიას არ უპოვია ჰაკერობის რაიმე სამხილი ან მცდელობები შეცვლილიყო ხმის მიცემის პროცესი, ის ითანამშრომლებდა ქალბატონ სტეინის ხელახალი გადათვლის ძალისხმევის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

"მწვანეთა პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, სტეინს სურს საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ კომპიუტერის ჰაკერებს არ შეუცვლიათ შედეგები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

 


ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, აღნიშნულის საპასუხოდ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადებაში თქვა: „არჩევნები დასრულებულია და თავად ჰილარი კლინტონმა არჩევნების ღამეს, გარდა იმისა, რომ მომილოცა გამარჯვება, განაცხადა, რომ ‘ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს შედეგი და გავიხედოთ მომავლისკენ’“.

 

 

 

 

ტრამპმა სტეინის მცდელობას „თაღლითობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „მხოლოდ გზა... თავისი სკივრები ფულით შეავსოს, რომლიდანაც უდიდეს ნაწილს იგი არასოდეს დახარჯავს ამ სასაცილო ხელახალ გადათვლაზე“.

 


„ამ არჩევნების შედეგებისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამოხატული“ - დაამატა ტრამპმა.

 

 

შეერთებული შტატების ოფიციოზმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამ სამ შტატში, სადაც დონალდ ტრამპს მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე მცირედი უპირატესობით აქვს გამარჯვება მოპოვებული, არჩევნების გაყალბების არანაირი სამხილი არ არსებობს.

 


როგორც რამდენიმე დღის წინათ BBC წერდა, ჰილარი კლინტონის მხოლოდ ვისკონსინში გამარჯვება ტრამპის პოზიციებს საფრთხეს არ შეუქმნიდა, რადგან ამით კლინტონს მხოლოდ 10 ხმა მოემატებოდა გადამწყვეტ საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ტრამპს მიანიჭა გამარჯვება.

 

 

მაგრამ გამარჯვებები ვისკონსინში, მიჩიგანში (16 საარჩევნო ხმა) და პენსილვანიაში (20 საარჩევნო ხმა) პრეზიდენტობის სასწორს კლინტონისკენ გადახრიდა.

 

 

ორშაბათამდე არსებული მონაცემებით, ვიდრე მიჩიგანის მონაცემები დაითვლებოდა, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში 290 ხმა ჰქონდა მიღებული, კლინტონს კი 232 ხმა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმაზე მეტის მოპოვება.

 


მიჩიგანმა საბოლოო შედეგები ყველაზე გვიან, ორშაბათს გამოაცხადა, და ტრამპი კლინტონს აქ 10 704 ხმით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში მას ხმების რაოდენობა 16-ით გაეზარდა და უკვე 306 ხმა აქვს.

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს 2 მილიონი ხმით უსწრებს.

 


ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კოლეგიაში ხმების უმრავლესობის მოპოვებით მოიგო, მაგრამ პირდაპირი კენჭისყრით მიცემული ხმების მიხედვით, ტრამპს მიღებული აქვს 62.2 მილიონი ხმა, კლინტონს კი 64.2 მილიონი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი