კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ბრაზილიელი ფეხბურთელების მშობლიურ ქალაქში ხსოვნის ცერემონიაზე იკრიბებიან
03-12-2016, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 71 ცხედარი ბრაზილიაში გადაასვენეს. ავიაკატასროფას ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ჩაპეკუენზეს“ მოთამაშეთა უმრავლესობა ემსხვერპლა. გუნდის მშობლიური ქალაქი ხსოვნის ცერემონიისთვის ემზადება.

 

 

გუნდის წევრთა ხსოვნის პატივსაცემად ჩაპეკოს სტადიონზე 100 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

 

 

მხოლოდ ექვსი ადამიანი გადარჩა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან.

 


თვითმფრინავს, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გადაჰყავდა და რომელიც კოლუმბიის მთიან რეგიონში ჩამოვარდა,საწვავი გაუთავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გამოჟონილი აუდიო ჩანაწერების მიხედვით ავრცელებს.



ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ითხოვს მფრინავი განმეორებით, დაშვების უფლებას „სრული ელექტრო დაზიანების“ და საწვავის უქონლობის გამო. და სანამ ჩანაწერი სრულდება, მფრინავი ამბობს, რომ ის მიფრინავს 2 743 მეტრის სიმაღლეზე.

 

 

ჩანაწერმა, რომელიც კოლუმბიის რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, დაადასტურა ადრინდელი ცნობები, რომ კატასტროფის მიზეზში წვლილი შესაძლოა საწვავის ნაკლებობას შეეტანა.

 

 

კოლუმბიის სამხედრო წყაროებმა ახალი ამბების სააგენტო AFP -ს უთხრეს: "ძალიან საეჭვოა, რომ დარტყმის მიუხედავად, აფეთქება არ მომხდარა. ეს აძლიერებს საწვავის ნაკლებობის თეორიას".



გამოძიებამ უნდა დაადგინოს ავიაკატასტროფის საბოლოო მიზეზი, რამაც შესაძლოა თვეები გასტანოს.

 

 

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 81 ერთი ადამიანი, 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ჩარტერულ რეისს ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინის მიმართულებით ასრულებდა.

 

 

მგზავრებს შორის ბრაზილიის საფეხბურთო გუნდის „ჩაპეკუენზეს“ წევრები იმყოფებოდნენ. გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდა, სადაც კოლუმბიურ კლუბს, "ათლეტიკო ნასიონალს" ხვდებოდა.

 

 

ბრაზილიური მედიის ცნობით, გადარჩენილთა შორის სამი ფეხბურთელია. ბრაზილიური ახალი ამბების ორგანიზაციები იუწყებიან, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასევე 21 ჟურნალისტი იმყოფებოდა.

 

 

 


ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" თავდაპირველად კატასტროფის მიზეზად ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელა, რის გამოც თვითმფრინავმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით, საღამოს 22:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოქმედება, მაგრამ საჰაერო ძალების ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო, იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.

 


"ჩაპეკუენზე" ბრაზილიაში შემოსავლების სიდიდის თვალსაზრისით, 21-ე ადგილზე მყოფი კლუბი იყო.

 

 

2015 წლის მონაცემებით, მისი შემოსავალი 13.5 მლნ დოლარს შეადგენდა. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ტრაგედიის გამო, ყველა თამაში და სხვა აქტივობები შეაჩერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი