გარემოს დაცვის სამინისტრო: დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება
03-12-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

 

 

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა 33%-ით შემცირდება, ხოლო 2019 წლისთვის იგი ევრო 4 სტანდარტს გაუტოლდება. 

 

 

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება.

 

 

უწყების ინიციატივით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხის ევროსტანდარტებთან ეტაპობრივად მიახლოების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განახორციელდა, რომლის შედეგად ქვეყანაში მოქმედი ბენზინის ეროვნული სტანდარტი 2017 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გახდება. მიმდინარე წელს სამინისტრომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სახელმწიფო კონტროლიც დაიწო, რომელსაც სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. 

 

 

საქართველოში მოხმარებული საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი