ინდონეზიის პოლიციის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა, დაკარგულადაა გამოცხადებული
03-12-2016, 08:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდონეზიის პოლიციის ორძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც სინგაპურის სამხრეთით კუნძულ ბატამისკენ მიფრინავდა, დაკარგულადაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


თვითმფრინავი, რომელიც კუნძულ ბანგკაზე მდებარე პანგკალ პინანგიდან დაახლოებით დილის 9:30 საათზე აფრინდა, ფიქრობენ, რომ კუნძულებს - მენსანაკას და სებანგკას ან გენტარს შორის ჩამოვარდა.

 


სამაშველო ჯგუფმა ნაპოვნი ნივთების აშკარა იდენტიფიცირებით დაადგინა, რომ ის დაკარგული თვითმფრინავიდან იყო. საგნებს შორისაა, სკამები, ჩემოდნები და დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.

 


ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს (BASARNAS) თანახმად, მგზავრების კუთვნილი ნივთებიც ნაპოვნია.

 


„ჩვენ ვიპოვეთ ნამსხვრევები“, განუცხადა სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბამბანგ სოელისტოიმ „როიტერსს“, და დაამატა, რომ მისი ჯგუფი სამძებრო ღონისძიებებს 200 კვადრატული საზღვაო მილის რადიუსში ატარებდა.

 


სოელისტოიმ განაცხადა, რომ ჯერ ძალზე ნაადრევია ივარაუდო, რომ გადარჩენილები არ არიან და რომ ბორტზე მყოფთა ნეშტები არ არის ნაპოვნი, თუმცა არ გავრცელებულა ცნობები რომ არიან გადარჩენილები.

 


მისი თქმით, პოლიციის ოთხამდე გემი, სამხედრო-საზღვაო გემებთან ერთად ახორციელებს ადგილზე ძებნას.

 


სინგაპურის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად, თვითმფრინავი რადარზე ბოლოს ტანჯუნგ პინანგის სამხრეთით, დაახლოებით 40 საზღვაო მილზე დაფიქსირდა.

 


„ინდონეზიის ხელისუფლების ნებართვით, ერთი „სუპერპუმას“ ვერტმფრენი და ერთი „ფოკერ 50“ იმყოფება ამჟამად მიმდებარე ადგილას და ეხმარებიან ინდონეზიელებს განსაზღვრონ თვითმფრინავის ადგილმდებარეობა. ორი გემი ელოდება ინდონეზიის ხელისუფლების ნებართვას, რომ გაწეულ იქნას დახმარება სამძებრო ოპერაციაში და სამაშველო მცდელობებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი