FBI -იმ „10 ყველაზე მეტად ძებნილის“ სიაში მყოფი მამაკაცი ლოს-ანჯელესში, დევნისას დააკავა
03-12-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფედერალურმა ორგანოებმა ლოს-ანჯელესში FBI -ის „10 ყველაზე მეტად ძებნილის“ სიაში მყოფი მამაკაცი, სავარაუდოდ მარლონ ჯონსი, პარასკევს პატიმრობაში აიყვანა, ერთი დღის შემდეგ, რაც იგი ოქტომბერში დაბადების დღის სუფრაზე საბედისწერო გასროლისთვის, ძებნილთა სიაში შეიყვანა.

 


FBI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონსი 15 ოქტომბერს გამთენიისას სხვა შეირაღებულ პირებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლასთან კავშირის ქონისთვის იძებნებოდა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაიჭრა ლოს-ანჯელესთან მდებარე სახლში, რომელიც რესტორნად გამოიყენებოდა.

 


ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ადგილობრივი განყოფილების ცნობით, ეჭვმიტანილი დევნისას დაიჭირეს. სხვა დეტალებზე „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

 


FBI -ის განცხადებით, ხელისუფლებას სჯერა, რომ ჯონსი, რომელსაც ხანგრძლივი კრიმინალური ისტორია აქვს, იამაიკაში დაიბადა და შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფება.

 


FBI -ის თანახმად, ჯონსი იყენებდა სხვადასხვა მოგონილ სახელებს, დაბადების დღეებს და ადგილებს.

 


ჯონსი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს „10 ყველაზე მეტად ძებნილის“ სიაში ხუთშაბათს შეიყვანეს, და 510-ე პიროვნება გახდა, რომელიც აღნიშნულ სიაში იქნა შეყვანილი 1950 წლის შემდეგ, როდესაც ის შეიქმნა, აცხადებენ FBI -ში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი