სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ძლიერმა ხანძარმა იფეთქა გვიან ღამით კალიფორნიის ქალაქ ოკლანდში, საწყობში წვეულებისას. აღნიშნულის შესახებ შაბათს, ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სახანძრო სამსახური ჯერ კიდევ ცდილობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ დაიწყო ხანძარი, განაცხადა მისმა ხელმძღვანელმა ტერეზა დელოახ-რიდმა, რომელმაც შენობა „უზარმაზარ“ ადგილად აღწერა. მან თქვა, რომ ჩამოიქცა ჭერი, რამაც ადამიანების შენობიდან თავის დაღწევის მცდელობები გაართულა. საწყობი ფრუიტველის რაიონში მდებარეობს და იქ ადამიანები მუშაობის გარდა ცხოვრობდნენ კიდეც.
„გარდაცვლილია 9 ადამიანი, ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი არ გაიზრდება. ჩვენ ჯერ შენობაში ძებნა სრულად არ ჩაგვიტარებია“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა.
Facebook-ის ღონისძიების გვერდმა აჩვენა, რომ წვეულებაზე დასწრებას 176 ადამიანი გეგმავდა, 355 კი დაინტერესებული იყო წასვლით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.