ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპზე: რადგან მან მიაღწია წარმატებას ბიზნესში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი ჭკვიანი ადამიანია
04-12-2016, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჭკვიანი კაცია და სწრაფად გააცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ სატელევიზიო არხ НТВ -სთან ინტერვიუში.

 


მანამდე პუტინმა გამოხატა იმედი, რომ ტრამპი დაეხმარება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას.

 


„ტრამპი მეწარმე და ბიზნესმენი იყო. იგი უკვე სახელმწიფო მოღვაწეა, იგი მეთაურია ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, წამყვანი სამხედრო დერჟავისა. რადგან მან მიაღწია წარმატებას ბიზნესში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი ჭკვიანი ადამიანია. და თუ ჭკვიანი ადამიანია, მაშინ ის სავსებით და საკმაოდ სწრაფად გააცნობიერებს სხვა დონის პასუხისმგებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი ამ პოზიციებიდან იმოქმედებს“, - განაცხადა პუტინმა.

 


რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მცდელობები შექმნილიყო ერთპოლუსიანი მსოფლიო, წარუმატებელი აღმოჩნდა. „მდგომარეობა იცვლება. ვფიქრობ, არავისთვის საიდუმლო არ არის, და ყველა უყურებს ამას, რომ ჩვენი ბევრი პარტნიორი უკვე თავად ამჯობინებს მიმართოს საერთაშორისო სამართალს, რადგან ბალანსი მსოფლიოში თანდათანობით აღდგენისკენ მიდის“.

 

 

პუტინმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აშენებისას, რუსეთი მათ ინეტრესებს სცემს პატივს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი