კუბის რევოლუციის ლიდერის, ფიდელ კასტროს ფერფლი სანტიაგო დე კუბას მიწას მიაბარეს
04-12-2016, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კუბის რევოლუციის ლიდერის, ფიდელ კასტროს ფერფლი, მისი გარდაცვალებიდან 9 დღის შემდეგ სანტიაგო დე კუბას მიწას მიაბარეს.

 


უამრავი ადამიანი იყო ჩამწკრივებული ქუჩებში, რათა თვალყური მიედევნებინათ კორტეჟისთვის, რომელიც სანტა იფიგენიას სასაფლაოსკენ მიემართებოდა.

 

 

 

 

 


„სიტყვები არავის წარმოუთქვამს. ეს იყო უბრალო ცერემონია“, განაცხადა საფრანგეთის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის მინისტრმა, სეგოლენ როიალმა, ფიდელ კასტროს დასაფლავების შემდეგ.

 


ოჯახის წევრებისა და საკმაოდ ვიწრო წრისგან შემდგარ ცერემონიაზე ფიდელ კასტროს ფერფლი მე-19 საუკუნეში კუბის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის, ხოსე მარტის გვერდით მიაბარეს მიწას.

 


სანტიაგო დე კუბაში, შაბათს, სიტყვით გამოსვლისას კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ მისი გარდაცვლილი ძმის ფიდელ კასტროსთვის საბოლოო პატივის მისაგებ ცერემონიაზე, რომელსაც თავად უძღვებოდა, აღთქმა დადო, რომ პატივს სცემენ სოციალისტურ პრინციპებს და მიზნებს რევოლუციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიდელ კასტრო, რომელიც 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 


მან ასევე გამოაცხადა, რომ ფიდელ კასტროს თხოვნიდან გამომდინარე, კუბა აკრძალავს მისი ძეგლების დადგმას და ქუჩებისთვის მისი სახელის მინიჭებას.

 


„რევოლუციის ლიდერი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა პიროვნული კულტის ნებისმიერ გამოვლენას“, - განაცხადა რაულ კასტრომ.

 


მან თქვა, რომ კუბაში არ აღიმართება ქანდაკებები და არ დაიდგმება ბიუსტები.

 

 

BBC-ის ცნობით, შაბათს გამართულ ცერემონიას ათიათასობით კუბელი, ასევე მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ.

 


ფიდელ კასტროს სურვილისამებრ მისი ცხედრის კრემაცია მოხდა. დედაქალაქ ჰავანადან ს პეციალურ მინის გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც კუბის გარდაცვლილი ლიდერის ფერფლი იყო განთავსებული, ოთხი დღის განმავლობაში გადაჰქონდათ, სანამ შაბათს მას სანტიაგოში ჩაასვენებდნენ.

 


შეკრებილი ხალხის უზარმაზარი მასა დამკრძალავ კორტეჟს მთელი სანტიაგოს ქუჩებში ესალმებოდა და გაჰყვიროდა „მარადიული სიცოცხლე ფიდელს!“ და „მე ფიდელი ვარ!“

 


ცერემონიას ვენესუელის, ნიკარაგუის და ბოლივიის ლიდერები, ასევე ბრაზილიის ორი ყოფილი პრეზიდენტი, ცოტა ხნის წინათ თანამდებობიდან იმპიჩმენტით წასული დილმა რუსეფი და მისი წინამორბედი, ლუის ინასიო ლულა და სილვა ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 


კუბის პრეზიდენტმა, ფიდელ კასტროს ძმამ, რაულ კასტრომ პარასკევს, 25 ნოემბერს, სახელმწიფო ტელევიზიით გვიან ღამით მოულოდნელი გამოსვლისას, დიდი მწუხარებით ამცნო ერს, რომ ფიდელ კასტრო გარდაიცვალა და მისი კრემაცია შაბათს მოხდებოდა.

 


„კუბის რევოლუციის მთავარსარდალი ამ საღამოს, 22:29 საათზე გარდაიცვლა“, - განაცხადა მან. „ყოველთვის წინ, გამარჯვებისაკენ!“ - დაამატა რაულ კასტრომ, გამოიყენა რა რევოლუციური სლოგანი.

 


ფიდელ კასტრო, მას შემდგომ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხელისუფლება თავის უმცროს ძმას, რაულ კასტროს გადააბარა, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ერთ-ერთი ბოლო მომენტი, როდესაც ის საჯაროდ გამოჩნდა, ქვეყნის "კომუნისტური პარტიის" ყრილობის ბოლო დღე იყო. "მალე, მე 90 წლის ვიქნები", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა და დაამატა - " ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი".

 

 

"მალე მეც სხვების მსგავსად ვიქნები, თითოეული ჩვენგანის ჯერი აუცილებლად მოვა", - განაცხადა მან.

 

 

 

 

 


ფიდელ კასტრომ 1959 წელს კუბაში კომუნისტური რევოლუცია მოაწყო და მთავრობა ჩამოაგდო. მას ათწლეულების განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან მტრული დამოკიდებულება გააჩნდა და არაერთხელ დასდო ბრალი ვაშინგტონს, მისი მკვლელობების დაგეგმვაში. კასტროს მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მან კუბა ხალხს დაუბრუნა, კრიტიკოსები კი დიქტატორს უწოდებდნენ. თუ არ ჩავთვლით მონარქებს, კასტრო მე-20 საუკუნეში, ხელისუფლების სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერი იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი