რუსეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი, 16 მოზარდის მდგომარეობა კი მძიმეა
04-12-2016, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციაში, ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში საშინელი ავარია მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი, სპორტული აკრობატიკის გუნდიდან. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 


ტიუმენი - ხანტი-მანსიისკის ავტომიგასტრალის 926-ე კილომეტრზე ერთმანეთს ავტობუსი, სატვირთო ავტომანქანა და ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავტობუსში 30 ბავშვი იმყოფებოდა - სპორტული გუნდი სპორტული აკრობატიკის შეჯიბრებიდან ნეფტეიუგანსკში ბრუნდებოდა. პირველადი მონაცემებით ავარიის გამომწვევი მიზეზი ავტობუსის მძღოლის არასწორი ქმედება გახდა.

 


ავარიის ერთ-ერთ მიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები, თოვლი და ნამქერი სახელდება.

 


დაღუპულია 10 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი, კიდევ 23 კი დაშავებულია. ისინი ოლქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 20 ბავშვია, 16 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. სამედიცინო დახმარება გაეწია ავტობუსის მძღოლსაც.

 


მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებისადმი სამძიმარი გამოხატა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი