ავსტრიის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა დამარცხება იწვნია
04-12-2016, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხება იწვნია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


Facebook-ზე მან საკუთარი თავი აღწერა, როგორც „უსაზღვროდ დამწუხრებული“ და მიულოცა ალექსანდერ ვან დერ ბელენს გამარჯვება.

 


ვან დერ ბელენმა არჩევნების შედეგს უწოდა „პრო-ევროპული“ ავსტრია, რომელიც დაფუძნებულია „თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე“.

 


დაიმოწმა რა ავსტრიის დროშა, მან თქვა, რომ „წითელი-თეთრი-წითელი სიგნალი იმედისა და ცვლილებისა, წითელი-თეთრი-წითელი სიგნალი დღეს ავსტრიიდან ევროკავშირის ყველა დედაქალაქში წავა“.

 

 

 

 

 


ავსტრიაში მიმდინარე ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი და „მწვანეთა პარტიის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდერ ვან დერ ბელენი უპირისპირდებოდნენ.

 

 

გასული წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მცირე უპირატესობით ვან დერ ბელენმა მოიპოვა, მაგრამ ავსტრიის უმაღლესმა სასამართლომ შედეგები, ხმების დათვლის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, გააუქმა.

 


თუკი ჰოფერი გაიმარჯვებდა, იგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პირველი ულტრა-მემარჯვენე სახელმწიფო მეთაური იქნებოდა.

 


როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის როლი დიდწილად ცერემონიულია, არჩევნებს უყურებდნენ როგორც ბარომეტრს, თუ როგორ გადაწყდება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მომავალ არჩევნებზე პოპულისტი კანდიდატების პოლიტიკური ბედი.

 

 

მომავალ წელს არჩევნების წინაშე დგანან საფრანგეთი, ნიდერლანდები და გერმანია, სადაც ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებისა და ემიგრაცის მოწინააღმდეგე პარტიები ძლიერდებიან.

 


ასევე ახლოდან ხდებოდა თვალყურის მიდევნება თუ რა მიმართულებას აიღებდა ავსტრია ევროკავშირთან მიმართებაში.

 

 

ჰოფერი ანტი-საემიგრაციო პლატფორმაზე ატარებდა კამპანიას და თავდაპირველად განაცხადა, რომ ავსტრიამ ბრიტანეთის მსგავსად თავადაც უნდა გამართოს რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე.

 

 

2015 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰოფერმა პირველი ტური მოიგო და მძიმე დარტყმა მიაყენა ცენტრისტ კანდიდატებს იმ პარტიებიდან, რომლებიც ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დომინირებენ.

 

 

მეორე ტურში კი გამარჯვება ვან დერ ბელენმა მოიპოვა, მაგრამ მხოლლოდ 31 000 ხმით. „თავისუფლების პარტიამ“ გაასაჩივრა არჩევნების შედეგები და სასამართლომ ხმების დათვლის პროცესში ნორმებისაგან გადახვევის საფუძველზე მისი ანულირება მოახდინა.

 

 

 

 

 

საარჩევნო კამპანია ხანგრძლივი და ცხარე იყო, ორივე კანდიდატი ერთმანეთის შეურაცხყოფას არ იშურებდა და ადგილი ჰქონდა ორივე მათგანის პოსტერების დამახინჯებას.

 

 

72 წლის ალექსანდერ ვან დერ ბელენი ეკონომიკის პროფესორია. იგი „მწვანეთა პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარეა. ემიგრაციის საკითხზე მისი პოზიცია ასეთია: „მე მინდა ლიბერალური, კოსმოპოლიტური ავსტრია. ის, რაზეც მე პროტესტს ნამდვილად ვაცხადებ, ესაა ძველი საზღვრების გაუქმება“.

 

 

45 წლის ნორბერტ ჰოფერი ავიაციის ინჟინერი, ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენელია. გერმანიის გადაწყვეტილება ემიგრანტებისთვის საზღვრის გახსნაზე მან ასე შეაფასა: „მე ვიტყოდი, რომ ჩვენ არ ვმართავთ. ეს იყო დიდი შეცდომა, რომელმაც მასობრივი ფინანსური დარტყმა მიაყენა მთელ ევროკავშირს, ისევე როგორც ავსტრიის გადასახადის გადამხდელებს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი