„უსმენენ მას, ვისი ხმაც ხმამაღლა ჟღერს“ - ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მცდელობები, შეექმნათ ერთპოლუსიანი მსოფლიო, არ გამართლდა
05-12-2016, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მცდელობები შექმნილიყო ერთპოლუსიანი მსოფლიო, წარუმატებელი აღმოჩნდა. აღნიშნული განცხადება მან რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, სატელევიზიო არხ НТВ -სთან ინტერვიუში, პროგრამა Итоги недели -ში გააკეთა.

 

 

პუტინმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აშენებისას, რუსეთი იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „პატივისცემით უნდა მოეპყრონ სხვების ინტერესებსაც“. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის შეფასებისას რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი „ჭკვიანი კაცია“ და შეძლებს მისი პასუხისმგებლობის საკმაოდ სწრაფად გაცნობიერებას.

 

 

პუტინმა ასევე რუსეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, აწ გარდაცვლილი ევგენი პრიმაკოვის როლსა და დამსახურებებზეც ისაუბრა.

 

 

Guardian.ge გთავაზობთ პუტინთან სატელევიზიო ინტერვიუს НТВ -ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვარიანტის ქართულ თარგმანს.

 

 

ირადა ზეინალოვა: „ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, შესანიშნავი ფორმატი არსებობს, Примаковских чтений. პრიმაკოვი ყოველთვის ასოცირდებოდა პოლიტიკაში სიბრძნესთან... ბევრ რამეს, რასაც ის ამბობდა, აკეთებდა, ჩვენ მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ. თქვენი აზრით, ესმოდა მას საითკენ მიემართებოდა მოვლენების ის ჯაჭვი, რომელიც უკანასკნელ ათწლეულებში ვითარდებოდა?“

 

 

ვლადიმერ პუტინი: „რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა რა თავის ცოდნას რეგიონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთზე, ეყრდნობოდა რა თავის გამოცდილებას და სიტუაციას, მან ბევრი რამ წინასწარ განჭვრიტა, და განჭვრიტა მომავალი ე.წ. არაბული გაზაფხულის ნეგატიური შედეგები. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ მისთვის მოესმინათ, შესაძლოა მოვლენების ამგვარი განვითარება არ ყოფილიყო. მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას: შესაძლებლობები ჩვენი მაშინ შეზღუდული იყო, პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ მოვლენების განვითარებაზე გავლენის პირდაპირ მოხდენა არ შეგვეძლო, ან ჩვენი შესაძლებლობები, გავლენა მოგვეხდინა ამ მოვლენებზე, იყო ძალზე შეზღუდული, მით უფრო მთავარი მოთამაშეები საერთაშორისო არენაზე უკვე არა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე იყვნენ ორიენტირებულნი, არამედ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიოდნენ. და სწორედ ამას აყენებდნენ მათი პრაქტიკული საქმიანობის თავში საერთაშორისო არენაზე“.

 

 

ირადა ზეინალოვა: „ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რა შეიძლება ვთქვათ სირიაზე, ახლო აღმოსავლეთზე - მას ახლა აფეთქებენ და იქ ახლა ცეცხლს აჩაღებენ ისინი, ვინც თავის დროზე დაიწყო იუგოსლავია, ბოსნია, კოსოვო. მე მხედველობაში მაქვს დასავლეთის ბლოკიც და ისლამისტი ექსტრემისტებიც - და მოსკოვის პოზიცია საკმაოდ გამჭვირვალე, საკმაოდ სტაბილურია: ამხანაგებო, არ შეიძლება არაფრის გაკეთება გაერო-ს თანხმობის, რეზოლუციების გარეშე, მსოფლიო საზოგადოების თანხმობის გარეშე, მოდით პატივი ვცეთ ერთმანეთის კანონებს, მოდით არ ჩავერიოთ ერთმანეთის საქმეებში გაერო-ს ნებართვის გარეშე. არ უნდათ რომ ჩვენ მოგვისმინონ. და საპასუხოდ, რიტორიკა მხოლოდ ულმობელი ხდება, ეს კი სრულიად არ ადგება პრობლემების გადაწყვეტას. აგრე რიგად რატომ არ უნდათ ჩვენი მოსმენა?“

 

 

ვლადიმერ პუტინი: „მიუხედავად ამისა, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია: უსმენენ მას, ვისი ხმაც ჟღერს საკმაოდ ხმამაღლა იმისათვის, რომ მათ მოუსმინონ. და თუკი ეს რაღაცნაირი არაარსებითი ელემენტია საერთაშორისო ურთიერთობებში, მაშინ რა თქმა უნდა, შეიძლება გააკეთო კარგი ნაღმი, მაგრამ თამაში ამისდა მიუხედავად, იქნება ცუდი იმათთან მიმართებაში, რომელთაც არ თვლიან საკმარისად წონად პარტნიორად. მდგომარეობა იცვლება. და ვფიქრობ, არავისთვის საიდუმლო არ არის, და ყველა უყურებს ამას, რომ ჩვენი ბევრი პარტნიორი უკვე ამჯობინებს მიმართოს საერთაშორისო სამართალს, რადგან მსოფლიოს ბალანსი თანდათანობით აღდგენისკენ მიდის. ეს უკვე გარდაუვალია. მცდელობები შეექმნათ ერთპოლუსიანი მსოფლიო, არ გამართლდა. ჩვენ უკვე სხვაგვარ განზომილებაში ვცხოვრობთ. მაგრამ ჩვენ, მე მხედველობაში მაქვს რუსეთი, ყოველთვის ვემხრობოდით იმ მოსაზრებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისას, პატივისცემით უნდა მოვეპყრათ სხვების ინტერესებსაც. აი ასე ვაპირებთ ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს კოლეგასთან“.

 

 

ირადა ზეინალოვა: „(შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი) ტრამპი - ის ხომ ბიზნესმენია, იგი სახელმწიფოს აშკარად აღიქვამს, როგორც კორპორაციას. შევძლებთ ჩვენ მასთან საერთო ენის გამონახვას? ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ ვინ იქნება მისი საგარეო პოლიტიკის წარმმართველი, მაგრამ ძნელია იფიქრო, რომ ის რუსეთის თაყვანისმცემელი იყოს“.

 


ვლადიმერ პუტინი: „ტრამპი მეწარმე და ბიზნესმენი იყო. იგი უკვე სახელმწიფო მოღვაწეა, იგი მეთაურია ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, წამყვანი სამხედრო დერჟავისა. რადგან მან მიაღწია წარმატებას ბიზნესში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი ჭკვიანი ადამიანია. და თუ ჭკვიანი ადამიანია, მაშინ ის სავსებით და საკმაოდ სწრაფად გააცნობიერებს სხვა დონის პასუხისმგებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი ამ პოზიციებიდან იმოქმედებს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი