ბენიამინ ნეთანიაჰუ აპირებს დონალდ ტრამპთან დაუყოვნებლივ განიხილოს ირანის „ცუდი“ ბირთვული შეთანხმება, რომელსაც თავად ტრამპმაც კამპანიისას „კატასტროფა“ უწოდა
05-12-2016, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იგი დონალდ ტრამპთან დასავლეთის მიერ ირანთან მიღწეულ „ცუდ“ ბირთვულ შეთანხმებაზე იმსჯელებს, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში შევა.

 


როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ვაშინგტონის კონფერენციაზე ცალ-ცალკე, დისტანციური საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის ერთმანეთთან უთანხმოება მოუვიდათ ირანის ბირთვულ პროგრამაზე არსებული შეთანხმებისა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ახალშენების მშენებლობის თაობაზე, რაც ქერიმ აღწერა, როგორც მშვიდობის დამაბრკოლებელი.

 


საარჩევნო კამპანიის დროს „რესპუბლიკელმა“ ტრამპმა, გასულ წელს ირანთან დადებულ ბირთვულ ხელშეკრულებას უწოდა „კატასტროფა“ და „ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი ოდესმე დადებულა“. მან ასევე თქვა, რომ ძნელი იქნება გაუქმება შეთანხმებისა, რომელიც დაცულია გაერო-ს რეზოლუციით.

 


„ისრაელი თავდადებულია აღკვეთოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა. ეს არ შეცვლილა და არ შეიცვლება. როგორც კი არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, მოუთმენლად ველოდები ვესაუბრო მას, თუ რა შეიძლება ვუყოთ ამ ცუდ შეთანხმებას“, - უთხრა ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მიმდინარე საბანის ფორუმს - ახლო აღმოსავლეთზე მომუშავე კონფერენციას - იერუსალიმიდან სატელიტური კავშირით ჩართვისას.

 


ნეთანიაჰუ ბირთვული შეთანხმების მკაცრი კრიტიკოსია - „დემოკრატი“ პრეზიდენტის, ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკაში მიღწეული მემკვიდრეობისა. მაგრამ ბოლო თვეებში ის დიდად იკავებდა თავს ხელშეკრულებაზე თავდასხმისაგან, რადგან ისრაელისა და შეერთებული შტატების მომლაპარაკებლებმა საბოლოო შეთანხმება მოახდინეს ისრაელისათვის 38 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის 10-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

 


ობამას ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო ირანთან ბირთვული შეთანხმების დადებას, რომლითაც თეირანს ატომური იარაღის შეძენა უნდა შეეჩერებინა - დასავლეთის ბრალდება, რასაც ირანის ხელისუფლება სისტემატურად უარყოფდა - სანაცვლოდ კი პრეზიდენტი ობამა დათანხმდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

 


„პრობლემა იმდენად იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ირანი დაარღვევს შეთანხმებას, არამედ იმაში, რომ ირანი შეინარჩუნებს მას, რადგან ის გამოვა ამ ხელშეკრულებიდან ერთი ათლწლულის პერიოდში, ან ნაკლებ დროშიც... რათა მოახდინოს ურანიუმის ინდუსტრიული მასშტაბის გამდიდრება, რომ ბირთვული იარაღის არსენალი შექმნას“, - უთხრა ნეთანიაჰუმ ფორუმს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი