დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ 35%-იან სადამსჯელო გადასახადს დააწესებს ამერიკული ფირმებისთვის, რომლებიც თავიანთ საწარმოებს საზღვარგარეთ გაიტანენ
05-12-2016, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი დააწესებს სადამსჯელო გადასახადებს იმ ამერიკული ფირმებისთვის, რომლებიც თავიანთ საწარმოებს საზღვარგარეთ გაიტანენ.

 

 

ტრამპმა პირობა დადო, რომ 35%-იან ბეგარას დაადებს შეერთებულ შტატებში გაყიდულ პროდუქტებზე, რომელიც წარმოებული იქნება ნებისმიერი იმ ბეზნეს-ორგანიზაციის მიერ, რომელიც ამერიკელ დასაქმებულებს გაათავისუფლებს სამსახურიდან და სხვაგან ააშენებს საწარმოს.

 


ტრამპმა პირობა დადო, რომ დაეხმარება მუშათა კლასს, ისევე როგორც განახორციელებს გადასახადებისა და ბიზნესზე რეგულაციების შემცირებას.

 


„შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანწილად შემცირდება გადასახადები და ბიზნესებზე რეგულაციები, მაგრამ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ჩვენ ქვეყნას დატოვებს და გადავა სხვა ქვეყანაში, გაათავისუფლებს თავის თანამშრომლებს, ააშენებს ახალ ქარხანას თუ ფაბრიკას სხვა ქვეყანაში, და შემდეგ იფიქრებს, რომ იგი გაყიდის თავის პროდუქციას შეერთებულ შტატებში დამსახურებელი სასჯელის ან შედეგის გარეშე, არის მცდარი!“ [ზუსტი ციტირება - თარგმანი დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული], დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

„იქნება ბეგარა ჩვენ, ძალიან მალე ძლიერ საზღვარზე, 35%-იანი იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი ექნებათ თავიანთი პროდუქტების, ავტომანქანების, კონდიციონერების და ა.შ. , საზღვრის აქეთ გაყიდვის“, - განაგრძო მან.

 

 

„ეს ბეგარა დატოვებას ფინანსურად რთულს გახდის, მაგრამ ამ კომპანიებს შეუძლიათ გადავიდნენ 50 შტატს შორის, ბეგარისა და ტარიფების გადახდის გარეშე.

 

 

გეთაყვა, იყავით წინასწარ გაფრთხილებული ძალიან ძვირი შეცდომის დაშვებამდე! შეერთებული შტატები გახსნილია ბიზნესისათვის“.

 


გასულ კვირას ტრამპმა „თვითერით“ გააფრთხილა Rexnord Corp-ი, მილვოუკში ბაზირებული ინდუსტრიული მიმწოდებელი, რომელიც გეგმავს ქარხნისა და მისი 300 სამუშაო ადგილის ინდიანადან მექსიკაში გადატანას.

 


„ინდიანას Rexnord -ი გადადის მექსიკაში და უმალ ბოროტად ათავისუფლებს მის ყველა, 300 დასაქმებულს. ეს ხდება მთელ ქვეყანაში. მეტი აღარ!“ -აღშფოთებით აცხადებს ტრამპი.

 


გასულ კვირას ტრამპმა ინდიანაში, მადლობის ტურნეს ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აღთქმა დადო, რომ შეაჩერებდა სამუშაო ადგილების ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადატანას. მგრამ მან თქვა, რომ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ დაპირება საჰაერო კონდიციონერების მწარმოებელი Carrier Corp -ის დასაქმებულებისთვის გააკეთა, ვიდრე სატელევიზიო ინტერვიუს ნახავდა, რომელშიც ქარხნის მუშამ თქვა, რომ ტრამპმა სამუშაო ადგილების ამერიკიდან მექსიკაში გადატანის შეჩერების პირობა დადო, რამაც უბიძგა არჩეულ პრეზიდენტს, რომ დაკონტაქტებოდა კომპანიას.

 

 

 

 

 


Carrier Corp -ი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თავისი ქარხნის ამერიკიდან მექსიკაში გადატანის შესახებ გამოაცხადა. თუკი კომპანია ამ ნაბიჯს გადადგამს, ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე შეიქმნება. თუმცა კომპანიამ ხელისუფლებისაგან 10 წლის განმავლობაში 7 მილიონი დოლარის საგადასახადო შეღავათის დაპირება მიიღო, 800 მუშისა და 300 მკვლევარისა და სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნების სანაცვლოდ. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ 1 300 სამუშაო ადგილი მაინც გადავა სამხრეთის საზღვარს მიღმა.

 


ტრამპმა დაადასტურა, რომ საგადასახადო სტიმულირების გარდა Carrier Corp -ი და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია „გაერთიანებული ტექნოლოგიები“ დათანხმდნენ 16 მილიონი დოლარის ინვესტირებას, რომ შეინარჩუნონ ქარხანა განახლებულ მდგომარეობაში.

 


ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არჩეული პრეზიდენტი კანონიერი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდება, თუკი ის კონგრესის თანხმობის გარეშე შეეცდება ტარიფების დაწესებას სპეციფიკურ კომპანიებზე. ამგვარი ნაბიჯი შესაძლოა შეერთებული შტატების სასამართლოებმა დაბლოკონ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი