ტრამპმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერებისას მისი ყოფილი მოწინააღმდეგე, ბენ კარსონი 50 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის მქონე მშენებლობისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა
05-12-2016, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბენ კარსონი, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობისათვის ბრძოლაში მისი ყოფილი მოწინააღმდეგე, მშენებლობისა და ურბანული განვითარების მდივნად დაასახელა.

 


„ბენ კარსონს აქვს ბრწყინვალე ინტელექტი და არის მგზნებარე საზოგადოების გაძლიერების მიმართ“, -ნათქვამია არჩეული პრეზიდენტის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მან და კარსონმა განიხილეს „ურბანული განახლების დღის წესრიგი“.

 


კარსონი პირველი აფრო-ამერიკელია, რომელიც ტრამპის კაბინეტის წევრად დასახელდა.

 


მან ოფიციალურად დაუჭირა მხარი ტრამპს მარტში, მას შემდეგ რაც თავად თეთრი სახლისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

 


„ბენი იზიარებს ჩემს ოპტიმიზმს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და არის იმის გარანტიის ნაწილი, რომ ეს არის პრეზიდენტობა, რომელიც წარმოადგენს ყველა ამერიკელს“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

 


მაგრამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა ნენსი პელოუსიმ კარსონის, პენსიაზე გასული ნეიროქირურგის აღნიშნულ პოსტზე დასახელება გააკრიტიკა და უწოდა მას „დამაბნეველი და შემაშფოთებლად არაკვალიფიციური არჩევანი, უხელმძღვანელოს ისეთ კომპლექსურ და შედეგზე ორიენტირებულ უწყებას, როგორიცაა მშენებლობისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტი“.

 


დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია.

 

 

მაგრამ, როგორც ამას BBC წერს, ტრამპი ყოველთვის ასეთი პოზიტიური არ ყოფილა იმ კაცის მიმართ, რომელიც მან მისი ადმინისტრაციის მაღალი პოსტისათვის შეარჩია.

 


2015 წლის ნოემბერში, როდესაც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისათვის ბრძოლაში კარსონმა მას ხანმოკლე დროის განმავლობაში წინასწარ გამოკითხვებში გადაუსწრო, ტრამპმა უწყვეტი თავდასხმა წამოიწყო მისი მოწინააღმდეგის ხასიათზე.

 


„თვითერის“ საკუთარ გვერდზე მან კარსონის ყველაზე სადავო განცხადებებს მოუყარა თავი და მათი შეფასებისას, მისი ძალადობრივი ქცევები, დეტროიტში ღარიბ ოჯახში გაზრდას დაუკავშირა.

 


მას შემდეგ კარსონი იმეორებდა განცხადებებს მისი მოზარდობის წლებისა, რომლის შესახებაც პირველად თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა და რომელშიც ის აღიარებდა რომ უნდოდა დედამისისთვის თავში ჩაქუჩი ჩაერტყა და ცდილობდა მეგობრისთვის ზურგში დანა ჩაეცა.

 


მისი მტკიცება, რომ ეგვიპტის პირამიდები იმისათვის კი არ იყო აგებული, რომ მასში ფარაონები დაემარხათ, არამედ იმისათვის, რომ ბიბლიურ იოსებს იქ ხორბალი შეენახა, ფართო დაცინვის საგანი გახდა, როდესაც ნოემბერში, ეს განცხადება გაჟღერდა.

 


კარსონი ღვთისმოშიში პროტესტანტი ქრისტიანია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი