გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რუსეთმა და ჩინეთმა ალეპოში შვიდი დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს
06-12-2016, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ალეპოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც სირიის აღნიშნულ ქალაქში შვიდი დღით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა, დაბლოკეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


რეზოლუციას მხარი უშიშროების საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა. სამი ქვეყნის, რუსეთის, ჩინეთისა და ვენესუელის დელეგაციამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ანგოლამ კი თავი შეიკავა.

 

 

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რეზოლუცია აშშ-ის ინიციატივა იყო. მისი თქმით, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის შედეგად იქნება შესაძლებელი.

 

 

ბრიტანული და ამერიკული დელეგაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რუსეთს ალეპოში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების პოზიციების შენარჩუნება სურს.

 

 

"რუსეთი ორიენტირებულია თავისი სამხედრო მიღწევების შენარჩუნებაზე და არა ალეპოს მოსახლეობის დახმარებაზე”, - განაცხადა აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიშელ სისონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი