ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს, პასუხი გაეცემა
06-12-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზურაბ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის უზენაესი სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებას გამოეხმაურა.

 

 

კობახიძე იმედოვნებს, რომ იმ კითხვებს, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცემა.

 

 

"უნდა დასრულდეს საბოლოოდ გამოძიება. უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი. ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კითხვებს, ზოგადად, კითხვები არსებობდა საზოგადოებაში. დღემდე არსებობს ეს კითხვები საზოგადოებაში და მე იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი", - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.        

 

 

ლევან ჩაჩუა 2014 წლის 21 მარტს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.        

 

 

გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.        

 

 

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ის 8 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.        

 

 

2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა. სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი