მიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ
06-12-2016, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია”, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.



სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ჟურნალისტ ჯანა ნემცოვას კითხვას, გაძლიერდა თუ არა ქვეყანაში მისი პრეზიდენტობის დროს ელიტური კორუფცია, ასე უპასუხა:

 

 

"ელიტარული კორუფციის ნიშნები ვერავინ ვერასდროს იპოვა. ხომ საჭიროა ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა?! მეც ვისურვებდი ამ ელიტარული კორუფციის შედეგების მოძებნას. თუ მე მისი ნაწილი ვიყავი, ვისურვებდი პირადად ჩემი ელიტარული კორუფციის შედეგების ნახვას. როდესაც საქართველოს ახალმა მთავრობამ 10 საუკეთესო საერთაშორისო გამომძიებელი დაიქირავა, რომ მათ აღმოეჩინათ რამე მაინც, რაც ჩვენ მოვიპარეთ, მათ ვერაფერი იპოვეს. ჩვენი მუშაობის შედეგები იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გავზარდეთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ასევე დასძინა: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის და ჩვენ რეალურად ვლიდერობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში".

 

 

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში მის გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მისი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. 

 

 

“როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ პრემიერ მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. მან მკითხა - შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია. მე მინდა პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა, პოლიტიკური კლასის სრულად შეცვლა. ეს არის უმაღლესი ამბიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი