ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში აშშ-ს თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს შეხვდა
01-02-2014, 17:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან შეხვედრის შემდეგ მიუნხენში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სფეროში მრავალწლიანი ურთიერთობის ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობა იყო განხილული.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კისინჯერის ასოციაციის თავმჯდომარე ჰენრი კისინჯერთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

 

შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი