დონალდ ტრამპი მთავრობის ხარჯების შემცირებას აპირებს - იგი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავების დასამზადებლად „ბოინგთან“ დადებული „4-მილიარდიანი" კონტრაქტი უნდა გაუქმდეს
06-12-2016, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს შეამციროს მთავრობის ხარჯები ამერიკის პრეზიდენტების გადასაადგილებლად ახალი თვითმფრინავების დამზადებისთვის მიცემული დაკვეთის გაუქმებით.

 


პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომამდე 6 კვირით ადრე მან „თვითერზე“ დაწერა: „ბოინგი ამზადებს ბრენდ 747-ს მომავალი პრეზიდენტებისთვის, მაგრამ ხარჯები წარმოუდგენელია, 4 მილიარდ დოლარზე მეტი. გააუქმეთ შეკვეთა!“

 


მთავრობას ბოინგთან ორი ან მეტი თვითმფრინავის დამზადებაზე აქვს კონტრაქტი დადებული. ისინი მომსახურებაში დაახლოებით 2024 წელს უნდა შევიდნენ.

 


არჩეული პრეზიდენტის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ „ბოინგის“ აქციები 1%-ით დაეცა.

 


ტრამპი ახალი თვითმფრინავებით ვერ იფრენს, თუკი მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვა.

 


მაგრამ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა კომპანიას უფრო სწრაფი გრაფიკის შემუშავება მოსთხოვა, აცხადებს რა, რომ ახლანდელი თვითმფრინავების შეკეთება უფრო და უფრო ძვირი ჯდება.

 

 

როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, დონალდ ტრამპს ექნება ძალაუფლება გააუქმოს „ბოინგთან“ ახალი თვითმფრინავების დამზადებაზე დადებული კონტრაქტი, მაგრამ თუკი ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღეს, როგორც ამას BBC წერს, ის ამერიკელ გადასახადების გადამხდელთ იმაზე უფრო მეტი დაუჯდებათ, ვიდრე ის თანხა, რის დაზოგვასაც ახალი პრეზიდენტი შეეცდება. შეერთებული შტატების მთავრობამ „ბოინგთან“ უკვე ხელი მოაწერა 170 მილიონი დოლარის კონტრაქტს. დამატებითი თანხები ასევე განსაზღვრულია ორი ახალი თვითმფრინავისთვის.

 


დამოუკიდებელი სამთავრობო აუდიტი ვარაუდობს, რომ საბოლოო ხარჯი 3.2 მილიარდი დოლარი იქნება. თვითმფრინავები ჯერ კიდევ ადრეული დიზაინირების ფაზაში არიან, ამგვარად ფულის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის დახარჯული და მომავალში უნდა დაიხარჯოს.

 


„ბოინგსა“ და შეერთებული შტატების მთავრობას შორის მოლაპარაკებებმა შეიძლება გარკვეულად შეამციროს ღირებულება, მაგრამ თუკი ტრამპი უკან სრულად გამოიწვევს „ბოინგთან“ კონტრაქტს, მთელმა ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს ის ფული, რომელიც უკვე კონტრაქტის მიხედვით გადაუხადეს კომპანიას.

 


ტრამპი ახლა თავის საკუთარ თვითმფრინავს იყენებს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, მან საზღვარგარეთ უნდა იმუგზაუროს Air Force One-ით (საპრეზიდენტო თვითმფრინავი), რომელიც აღჭურვილია სპეციალური უსაფრთხოების, თავდაცვის და კომუნიკაციების მოწყობილობებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი