ავსტრალიის სასამართლომ გენეტიკურად მამრობითი სქესის 5 წლის ბავშვისთვის სქესის ქირურგიული ოპერაციით შეცვლაზე თანხმობა განაცხადა
07-12-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

5 წლის ავსტრალიელი ბავშვი, რომელიც გენეტიკურად მამრობითი სქესის დაიბადა, გაიზრდება, როგორც სტერილიზებული მდედრობითი სქესის, მას შემდეგ რაც სასამართლომ თანხმობა განაცხადა, რომ მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ BBC წერს.

 


ინტერსქესის ბავშვი, რომელიც ცნობილია, როგორც კარლა, იდენტიფირებას ახდენს, როგორც გოგო, მაგრამ არ აქვს მდედრობითი სქესის რეპროდუქციული ორგანოები, როგორც ამას ოჯახის სასამართლო დოკუმენტები აჩვენებს.

 


სასამართლომ დააკმაყოფილა კარლას მშობლების თხოვნა, ქირურგიულად მოაშორონ მამრობითი სასქესო ორგანოები 5 წლის ბავშვს.

 

 

მათ, რომელთაც სქესობრივი მახასიათებლების კომბინაცია აქვთ, უწოდებენ ინტერსქესის ადამიანებს.

 

 

როდესაც კარლა 5 წლის გახდა, მათ მშობლებს უნდოდათ ნათელი მოეფინათ, სჭირდებოდათ თუ არა სასამართლოს ნებართვა კომპლექსური და ისეთი სახის ქირურგიული ოპერაციისთვის, რომლის შედეგის შეცვლაც შეუძლებელი იქნებოდა.

 


სასამართლოს დოკუმენტებში ასახულია ოჯახის მიერ მოთხრობილი, რომ კარლა მიდრეკილია „სტერეოტიპულად მდედრობითი სქესის“ ქცევისკენ, რაც მოიცავდა იმას, რომ მას არასოდეს უნდოდა წოდებულიყო როგორც მამრობითი სქესის და ამჯობინებდა „მდედრობითი სქესის სათამაშოებს, ტანსაცმელს და აქტივობებს“.

 


სასამართლოს დოკუმენტები, რომელიც BBC-იმ ნახა, აჩვენებს, რომ ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ქირურგიული ჩარევა არ ქმნის საფრთხეებს, კარლას სიმსივნე განუვითარდეს და იმას, რომ მას მომავალი განაყოფიერების გაურკვევლობა ექნება. ისინი ამბობენ, რომ ოპერაცია მანამდე უნდა ჩატარდეს, სანამ ის მოწიფულობის ასაკს მიაღწევს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი