დაზვერვის საიდუმლო სამსახური (MI6): დიდი ბრიტანეთისთვის ტერორიზმის საფრთხის მასშტაბი „უპრეცედენტოა“
08-12-2016, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთისთვის ტერორიზმის საფრთხის მასშტაბი „უპრეცედენტოა“, განაცხადა MI6 -ის (დაზვერვის საიდუმლო სამსახური) ახალმა ხელმძღვანელმა.

 


როგორც BBC წერს, ალექს იუნგერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა 2013 წლის ივნისიდან მოყოლებული დღემდე 12 ტერორისტული შეთქმულება აღკვეთეს.

 


მისი თქმით, საფრთხეების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთის, სახელდობრ ერაყისა და სირიის იმ ადგილებიდან მომდინარეობს, სადაც ხელისუფლების მმართველობა არ ვრცელდება.

 


იუნგერმა ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „ჰიბრიდული ომი“, რომელიც მოიცავს კიბერ-თავდასხმებს და დემოკრატიის დამხობას, „მზარდად სახიფათო მოვლენა“ ხდება.

 


„რისკები ძალზე ღრმაა და წარმოადგენს ფუნდამენტურ საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის“, - თქვა მან. „ისინი წუხილის საგანს უნდა წარმოადგენდეს ყველა იმათგანისთვის, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს“.

 

 

 


აღნიშნული პოსტის დაკავებიდან მისი პირველი საჯარო საუბრისას მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან რუსეთის ალიანსის გავლენაზე.

 


„მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ქცევა სირიაში - ასადის დისკრედიტირებულ რეჟიმთან მოკავშირეობა - თუ კი ისინი არ შეცვლიან კურსს, უფლებაჩამორთმეული ლეგიტიმურობის საფრთხეების ტრაგიკულ მაგალითს წარმოადგენს“, - განაცხადა მან და დაამატა:

 


„ჩვენ ვერ ვიქნებით უსაფრთხო იმ მიწიდან მომდინარე საშიშროების პირობებში მანამ, ვიდრე სამოქალქო ომი არ დასრულდება“.

 


„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ სირიაში არსებული მდგომარეობა გამოიყენა რეგიონში თავიანთი ციხე-სიმაგრის გასაძლიერებლად და დასავლეთზე ომის საწარმოებლად, - უთხრა მან ჟურნალისტებს MI6 -ის მთავარ შტაბ-ბინაში, ლონდონში.

 


მან დაამატა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ რომელიც ცნობილია, როგორც „დაეში“, გააჩნდა „მაღალ დონეზე ორგანიზებული გარე თავდასხმის დაგეგმარების სტრუქტურა“, რომელიც ახდენდა შეთქმულების ორგანიზებას დიდი ბრიტანეთის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ „სირიის ოდესმე დატოვების გარეშე“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი