ლევან ცაბაძე იმ პროექტებზე საუბრობს, რამაც ასპინძის მუნიციპალიტეტის წარმატება განაპირობა
12-03-2015, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან დახურულ შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

 


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თანხების მაღალი ათვისებაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მათ შორის ასპინძის მუნიციპალიტეტში.

 


იმ პროექტებზე, რომლის სრულად განხორციელებამაც ასპინძის წარმატებული მუნიციპალიტეტების რიცხვში მოხვედრა განაპირობა, გამგებელი, ლევან ცაბაძე პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -ს ესაუბრა.

 


„მოგეხსენებათ, ასპინძა მცირე შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტია და აქედან გამომდინარე ჩვენი ბიუჯეტი ტრანსფერისაგან შედგება, დამატებით კი ინფრასტრუქტურის სამინისტროდანაც ვიღებთ გარკვეულ პროექტებზე დაფინანსებას.

 

 

სანამ მე გავხდებოდი ასპინძის გამგებელი, როგორც გავარკვიე, ეს თანხები იყოფოდა მცირე პროექტების შესასრულებლად, რაც ახდენდა იმის შთაბეჭდილებას, რომ თითქოსდა რაღაც კეთდებოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავდა, ვიდრე ინფრასტრუქტურის გამართვას. ამიტომაც ჩვენ შევუდექით იმ სერიოზული პრობლემების გადაჭრას, რასაც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განვითარება ჰქვია.

 


გასულ წელს დავიწყეთ და წელს დასრულდება სარო-ხიზაბავრის 5,7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ ეს სოფელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანია ასპინძაში, სადაც 800-სზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ასპინძიდან ამ სოფლამდე მისასვლელად 2 საათის ნაცვლად მხოლოდ 20 წუთი იქნება საჭირო. ბუნებრივია, კეთილმოწყობილი გზა ხელს უწყობს იმას, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მათ მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია მოხერხებულად მოახდინონ. ამით ძლიერდება თითოეული ოჯახი, რაც საბოლოო ჯამში შიდა მიგრაციის პროცესის შეჩერებასაც ემსახურება. ასევე განვახორციელეთ სოფელ დამალის ურთულეს მდგომარეობაში არსებული გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტი იყო. წელს დაგეგმილია სოფლების, ძველისა და ჭობარეთის დამაკავშირებელი 14 კილომეტრიანი გზის მოასფალტება,“ განაცხადა ლევან ცაბაძემ guardian.ge -სთან საუბრისას.

 


გამგებელმა ასპინძის ბაგა-ბაღების მიმართულებით არსებულ რთულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მძიმე ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური პირობებიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაბაში 200 ბავშვზე გათვლილი ორი ბაღი დახურა. ამჟამად კი აღნიშნული ბაღების აღსადგენად თანხები მოძიებულია, ტენდერიც გამოცხადებულია და ლევან ცაბაძის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ბაგა-ბაღებს 600-დან 700 ბავშვამდე მიღება შეეძლებათ; დაინიშნება ტრანსპორტი, რომელიც მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ბავშვების გადაადგილებას მოემსახურება. როგორც ცაბაძემ აღნიშნა, სოფლებში არსებულ ბაგა-ბაღებში საკმაოდ კარგი და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა.

 

 

ასპინძის გამგებელმა იმ სპორტულ და კულტურულ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში აქტიურად განვითარდა.

 

 

„ჩვენთან ფუნქციონირებს ქართული ცეკვისა და ფოლკლორის სტუდიები და ბავშვთა თეატრალური დასი. არსებულ სტუდიებს გააჩნიათ ვალდებულება, რომ ზაფხულის პერიოდში შაბათ-კვირას რაიონის ცენტრში, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიება გამართონ. რაც შეეხება სპორტს, ამ მხრივ მართლაც რომ საამაყოდ გვაქვს საქმე. ამჯერად ჩვენს აიპიში დარეგისტრირებულია სხვადასხვა კლუბი. ესენია ძიუდოს, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ფეხბურთისა და რაგბის კლუბები. ასპინძაში სადღეისოდ 400 სპორტსმენი იზრდება, რაც, ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბებით თუ ვიტყვით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,“ აღნიშნა ლევან ცაბაძემ და დაამატა: „მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ შრომას მოითხოვს და ამ მუხლმოუდრეკელი შრომის შედეგია ის, რომ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ასპინძა ერთ-ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად მოიხსენია. ჩვენთან არცერთი პროექტი არ ჩავარდნილა. ეს კი მთლიანად ჩვენი გუნდის სწორი მუშაობის შედეგია, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ,“ აღნიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -სთან საუბრისას.

 


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა და აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან აპირებს, მომავალი კვირიდან დაიწყოს რეგიონში გასვლითი ღონისძიებები. პრემიერის განცხადებით, პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

 

 

კომენტარები: 4
#4  Nika
      
რაგბისტი მაგარი იყო ბატონი ლევანი. ალბათ მაგარი გამგებელიცაა.
13 მარტი 2015 10:04
#3   maka
      
ისე მეხი დაგეცეს შენ არაფერი გაგიკეტებია,აყვავებული დაგხვდა აქაურობა და გამზადებულზე მოხვედი, ამას რომ ამბობ არგრცხვენია მაინც?,,სანამ მე გავხდებოდი ასპინძის გამგებელი, როგორც გავარკვიე, ეს თანხები იყოფოდა მცირე პროექტების შესასრულებლად, რაც ახდენდა იმის შთაბეჭდილებას, რომ თითქოსდა რაღაც კეთდებოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავდა, ვიდრე ინფრასტრუქტურის გამართვას. ამიტომაც ჩვენ შევუდექით იმ სერიოზული პრობლემების გადაჭრას, რასაც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განვითარება ჰქვია. "
13 მარტი 2015 06:23
#2  nana
      
მაინტერესებს უმუშევარ ხალხს როდის დაადგება საშველი, ამ მხრივ თუ იგეგმება რამე?
13 მარტი 2015 00:49
#1   sal
      
ძალიან მაინტერესებს გაზიფიცირება როდის დამთავრდება ასპინძაში? და თუ იგეგმება შიდა გზის
12 მარტი 2015 09:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი