გიორგი ვოლსკი დავით ზურაბიშვილის წინააღმდეგ
01-02-2014, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, დაუმტკიცოს როგორც დათო ზურაბიშვილს, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზოგადად საზოგადოებას, რომ "მუხროვანის კადრებთან" დაკავშირებული მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულია და ცდებიან!"- ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ დღეს, "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ვოლსკის განცხადებით, მისი და დავით ზურაბიშვილის მოსაზრებები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. "რეპორტიორის" კითხვაზე - არის თუ არა ეს იმის თქმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა, რომელზეც არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს - ვოლსკი აღნიშნულს გამორიცხავს.


"დათო ზურაბიშვილი თავისუფალი ადამიანია, მას გააჩნია გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები. ამ შემთხვევაში, ჩემი და დათო ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავება ზურაბიშვილისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცახდებებს შორის ისაა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის განსხვავებებს პოლიტიკური ელფერი და შეფუთვა აქვს, ზურაბიშვილისას კი არა", - განაცხადა ვოლსკიმ.


ცნობისთვის: "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, "მუხროვანის კადრები" აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ამასთანავე ის, საგამოძიებო უწყებების მუშაობას სკეპტიკურად აფასებს.

 

"ვიღაცეები ამბობენ, რეჟიმი უნდა გავასამართლოთო, რა რეჟიმი უნდა გაასამართლონ, ბაჩო ახალაია ვერ გაუსამართლებიათ! მაშინ, როცა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს, ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა მის მიმართ. სირცხვილია უბრალოდ!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=14696 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი