ბულგარეთში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტმა კი დამწვრობები და სხვა დაზიანებები მიიღო
10-12-2016, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთის სოფელ ჰიტრინოში სატვირთო მატარებელი, რომელსაც პროპანის გაზი გადაჰქონდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დამწვრობებისა და სხვა დაზიანებების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


BBC -ის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 05:30 საათზე, სოფლის სადგურის სიახლოვეს ლიანდაგებიდან მატარებლის გადასვლისას ორი ავზი ელქტროგადამცემ ხაზს დაეჯახა და აფეთქდა.

 


„ორმა აფეთქებამ სერიოზული ხანძარი გამოიწვია და სულ მცირე 20 შენობა დაანგრია, ბევრი ადამიანია დაშავებული... დიდ ნაწილს დამწვრობები აქვს მიღებული“, განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა გეორგი კოსტოვმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“.

 


ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ იგი მიემგზავრება სოფელ ჰიტრინოში, რომელშიც დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს და რომელიც ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შუმანის პროვინციაში, შავი ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

 


სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პრემიერ მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოს სისხლის მიწოდება ესაჭიროება და მან რეგიონის მცხოვრებთ სისხლის დონაციისაკენ მოუწოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი