„ჩვენ შურს ვიძიებთ, ეს სისხლი არ დარჩება მიწაზე დაღვრილი“ - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სტამბულის აფეთქებებში ქურთ მებრძოლებს სდებს ბრალს და შურისძიებით იმუქრება
11-12-2016, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთმა სტამბულის შუაგულში, საფეხბურთო სტადიონის სიახლოვეს შაბათს, გვიან ღამით მომხდარ ორ აფეთქებაში - რომლის შედეგად მოკლულია 38, მათ შორის 30 პოლიციელი და დაშავებულია 155 ადამიანი - ეჭვმიტანილ ქურთ მებრძოლებზე შურისძიების აღთქმა დადო.

 


აფეთქებები, როგორც ამას ოფიციოზი აცხადებს, ავტომაქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებით და თვითმკვლელის მიერ განხორციელდა და სამიზნე პოლიციის ოფიცრები იყვნენ.

 


დაპატიმრებულია 30 პირი. მომხდარ აფეთქებებზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ადრეული სიმპტომების მიხედვით, კვალი კანონგარეშედ გამოცხადებული „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“-კენ მიდის, რომელიც სამი ათეული წელია, რაც თურქეთში, ძირითადად ქვეყნის ქურთულ სამხრეთ-აღმოსავლეთში ამბოხებულია.

 

 

 

 

 


„ადრე თუ გვიან, ჩვენ შურს ვიძიებთ. ეს სისხლი არ დარჩება მიწაზე დაღვრილი, მნიშვნელობა არ აქვს ფასს და ღირებულებას“, - განაცხადა სოილუმ პოლიციელების დასაფლავებაზე სტამბულის პოლიციის მთავარ შენობასთან. დაკრძალვაზე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც იმყოფებოდა, მაგრამ მას სიტყვა არ წარმოუთქვამს. იგი ესალმებოდა იქ მყოფთ და იხუტებდა დაღუპულთა ოჯახების წევრებს.

 


თურქეთში 1-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი