ირანის თავდაცვის მინისტრი ტრამპის პრეზიდენტობისას მსოფლიო ომის შესაძლებლობასა და ისრაელის და სპარსეთის ყურის მცირე არაბული სახელმწიფოების განადგურებაზე საუბრობს
11-12-2016, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ომი ისრაელს და ყურის მცირე არაბულ სახელმწიფოებს გაანადგურებს. ამის შესახებ „როიტერსი“ ირანის მედიასაშუალებაზე დაყრდნობით წერს.

 


ტრამპის არჩევნებში გამარჯვებამ წარმოშვა იმის პერსპექტივა, რომ შეერთებული შტატები გამოვა ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელსაც მან ირანთან გასულ წელს მოაწერა ხელი, რასაც ბარაქ ობამას ადმინისტრაცია რეკლამირებას უწევდა, როგორც გზას თეირანის საეჭვო ატომური იარაღის განვითარების შეჩერებისაკენ.

 


საარჩევნო კამპანიის დროს „რესპუბლიკელმა“ ტრამპმა, გასულ წელს ირანთან დადებულ ბირთვულ ხელშეკრულებას უწოდა „კატასტროფა“ და „ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი ოდესმე დადებულა“. მან ასევე თქვა, რომ ძნელი იქნება გაუქმება შეთანხმებისა, რომელიც დაცულია გაერო-ს რეზოლუციით.

 


ამან გამოიწვია მღელვარება სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების მოკავშირეებს შორის, განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰღანმა, როგორც ამას ნახევრად ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „მეჰრი“ მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენია, ასისტენტებმა რომელთაც ... (ტრამპი) აირჩიეს, შესაძლოა განსხვავებული გეგმა შეადგინეს მისთვის, და ამან გამოიწვია მღელვარება, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის“, - უთხრა დეჰღანმა თეირანის უსაფრთხოების კონფერენციას, სააგენტო „მეჰრის“ თანახმად.

 


„მხედველობაში თუ მივიღებთ ტრამპის ხასიათს და იმას, რომ ის ყველაფრის ღირებულებას დოლარებში ზომავს, არ ჩანს მოსალოდნელი იყოს, რომ მან ჩვენი ქვეყნის მიმართ მძლავრი ქმედება განახორციელოს“, - თქვა მან.

 


„მტრებს შესაძლოა უნდათ გვაიძულონ მცდარ გათვლებზე დაფუძნებული ომი და მხედველობაში იღებენ მხოლოდ თავიანთ მატერიალურ შესაძლებლობებს...

 


„ამგვარი ომი ნიშნავს სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) განადგურებას... და მთლიანად შთანთქავს მთელ რეგიონს და შესაძლოა მსოფლიო ომის წინაპირობა გახდეს“, - განაცხადა დეჰღანმა, რომლის სიტყვების ზუსტ ციტირებასაც სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს.

 


„ომის სხვა შედეგებს შორის იქნება სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ-სახელმწიფოების განადგურება, რადგან მათ აკლიათ პოპულარული მხარდაჭერა“, - თქვა დეჰღანმა, რომელმაც ყურის ასეთ მცირე ქვეყნებად დასავლეთის მოკავშირე ისეთი სახელმწიფოები დაიმოწმა, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და ყატარი.

 


ირანი ისრაელის ძველი მტერია. თეირანი და სპარსეთის ყურის უმეტესი ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში საპირისპირო მხარეებზე დგანან და მაგალითად, ირანის ისლამური რესპუბლიკა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა სირიის სამოქალაქო ომში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი