ნავთობის ღირებულებამ ბოლო 17 თვეში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა კი ბუნდოვნად მოჩანს
12-12-2016, 07:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნავთობის ფასებმა მკვეთრად მოიმატა და 2015 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა და შეერთებული შტატების ხაზინის შემოსავლებმა ორშაბათს 2 წელიწადზე მეტი ხნის პიკს მიაღწია მას მერე, რაც ნავთობის წამყვანმა მწარმოებელმა ქვეყნებმა პროდუქციის გამოშვების შემცირებაზე თანხმობას მიაღწიეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 


სააგენტოს ცნობით, კვირის დასაწყისში, როდესაც მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, მხოლოდ მეორედ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, შაბათ-კვირას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და მასში არშემავალ მნიშვნელოვან ქვეყნებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ბაზრები ცოცხალ მდგომარეობაში მოიყვანა.

 


ნედლ ნავთობზე ფასმა 5 პროცენტზე მეტად მოიმატა და 1 ბარელის ღირებულებამ 57 აშშ დოლარი შეადგინა - 2015 წლის ივლისის შემდეგ პირველად და შეერთებული შტატების ნედლი ნავთობი მკვეთრად ავიდა მაღლა და ბარელის ფასმა 54 დოლარს გადააჭარბა.

 


განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ საუდის არაბეთმა, მსოფლიოს პირველმა მწარმოებელმა, განაცხადა, რომ მან შესაძლოა მისი პროდუქციის წარმოება იმაზე მეტადაც კი შეამციროს, ვიდრე ამას ერთი კვირის წინათ OPEC-ის შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სთავაზობდა.

 


ევროპულ სანავთობო კომპანიებში ფასებმა 2 პროცენტზე მეტად მოიმატა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი