აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დასახელებული რექს ტილერსონი: „ვიზიარებ ტრამპის ხედვას ამერიკის საგარეო ურთიერთობების საიმედოობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“
13-12-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა, ამერიკის მომავალმა მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება და დაამატა, რომ იგი იზიარებს ტრამპის „ხედვას შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების საიმედოობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით“.

 


ტრამპმა განცხადებაში ქება-დიდება შეასხა ტილერსონს, როგორც „ყველაზე სრულყოფილ ბიზენეს ლიდერს და საერთაშორისო მომრიგებელს“, მსოფლიოში.

 


„რექს ტილერსონის კარიერა ამერიკული ოცნების განსახიერებაა“, - განაცხადა ტრამპმა.

 


„მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და ღრმა ცოდნა გეოპოლიტიკისა, ხდის მას საუკეთესო არჩევანად სახელმწიფო მდივნის პოსტზე“.

 

 

ტილერსონის აღნიშნულ პოსტზე დამტკიცებას სენატის თანხმობა ესაჭიროება. 

 


იგი შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ორი დღის წინათ შეხვდა, რამაც იმთავითვე წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილებოდა.

 


NBC -ის ახალი ამბები ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ტილერსონი მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე კვირას დასახელებულიყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე.

 

 

NBC-ის ცნობითვე, მისი მოადგილე ამერიკის ყოფილი ელჩი გაერო-ში ჯონ ბოლტონი იქნება.

 

 

 

(შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ნიუ იორკში არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ტრამპ თაუერში" მიემგზავრება, 2 დეკემებრი, 2016 წელი, "როიტერსის" ფოტო).

 


ინფორმაცია ამერიკის მთავარი დიპლომატის კანდიდატურის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში.

 


„როიტერსი“ წერს, რომ 64 წლის ტილერსონმა ათწლეულების განმავლობაში Exxon -ის ბიზნესი რუსეთში გააფართოვა და ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების სანქციების რუსეთზე დაწესებას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ოკუპაცია მოახდინა და ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა.

 


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტილერსონს რუსეთის მეგობრობის, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

 

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე გენერალ დევიდ პეტრიუსის, ასევე 2012 წლის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის და ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიტიკოსის, მით რომნის და ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურებს განიხილავდა.

 


2014 წლის 20 მარტს „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რექს ტილერსონს კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან. „თუკი გუგლის საძიებელში მათი ფოტოები დაგაინტერესებთ, თქვენ ამ ორი კაცის ერთად გადაღებულ ათეულობით ისეთ ფოტოს წააწყდებით, სადაც ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ, უღიმიან, უცინიან, ხელს ართმევენ. მათ ბევრი აქვთ საერთო. ორივე მათგანი მართავს ავტოკრატიულ, საიდუმლო, ნავთობზე დაფუძნებულ, გლობალურ ოპერაციებს. და მათ იმდენად მოსწონთ ერთმანეთი, რომ გააერთიანეს ძალები ერთობლივ საწარმოში, შესაძლოა მსოფლიო სანავთობო ინდუსტრიაში ყველაზე დიდშიც კი“, - წერს „ფორბსი“ და ამ ორი კაცის ბიზნეს ურთიერთობას „ბრომანსს“ უწოდებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი