გამბიის უსაფრთხოების ძალებმა საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინა აიღეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა არჩევნების შედეგის აღიარებაზე უარი თქვა
13-12-2016, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამბიის უსაფრთხოების ძალებმა სადავო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინები აიღო. ინფორმაციას BBC საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


როგორც ალიეუ მომარ ნჯაიმ BBC-ის განუცხადა, უშიშროების ძალები თანამშრომლებს ოფისში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

 


რამდენიმე დღის წინათ გამბიის ლიდერმა იაჰია ჯამეჰმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ერთი კვირის შემდეგ რაც მან აღიარა დამარცხება.

 


დასავლეთ აფრიკის ლიდერები ქვეყანაში ჩავიდნენ, რათა შეეცადონ ჯამეჰის დარწმუნებას მშვიდობიანი გზით წავიდეს პრეზიდენტის პოსტიდან.

 

 

 

 

 


სახელმწიფი ტელევიზიით საუბრისას მან კენჭისყრის პროცესის „არანორმალურობის“ შესახებ გააკეთა აქცენტი და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

 


ჯამეჰმა, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა, შოკისმომგვრელი დამარცხება იგემა ადამა ბაროუსთან (მარცხნივ ფოტოზე), რომელმაც ხმების 45%-ზე მეტი მიიღო.

 


ჯამეჰმა განაცხადა, რომ ახლა იგი „სრულიად“ უარყოფს შედეგებს.

 


„გამოწვლილვითი გამოძიების შემდეგ, გადავწყვიტე უარი ვთქვა ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღებაზე“, - განაცხადა ჯამეჰმა და დაამატა:

 


„ვწუხვარ სერიოზული და მიუღებელი არანორმალურობების გამო, რომელიც საარჩევნო პროცესის დროს გამოვლინდა.

 


„მოვუწოდებ ახალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისაკენ, რომელსაც ღვთისმოშიში და დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია უხელმღვანელებს“.

 


შეერთებულმა შტატებმა „სასტიკად დაგმო“ ჯამეჰის განცხადება.

 


„ეს ქმედება არის გასაკიცხი და მიუღებელი ღალატი გამბიელი ხალხისადმი და შემაშფოთებელი მცდელობა ძირი გამოუთხარო ნდობით აღჭურვილ საარჩევნო პროცესს და დარჩე ხელისუფლებაში უკანონოდ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

 

 

ბაროუ, ქონების დეველოპერი, ემზადება იანვარში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომას. გარდამავალი გუნდის ხელმძღვანელმა მაი აჰმად ფატიმ „როიტერსს“ უთხრა, რომ ისინი „კონსულტაციებს ატარებენ, თუ რა უნდა გააკეთონ“ და დაამატა: „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ხალხმა ხმა მისცა. ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას და არავის მივცემთ ნებას ძალადობის პროვოკაციაში ჩაგვითრიოს“.

 


გამბია აფრიკის კონტინენტის ყველაზე მცირე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებს შეადგენს.

 


როგორც BBC წერს, ჯამეჰის ხელისუფლებაში ყოფნის 22-მა წელმა რეპრესიები და შეუწყნარებლობა მოუტანა ამ ერთ ციცქნა ზღვისპირა სახელმწიფოს, რომელიც იაფ და პოპულარულ დასასვენებელ ქვეყნადაა მიჩნეული.

 

 

იგი მკაცრი იყო ჟურნალისტების, ოპოზიციისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ შეუძლია განკურნოს შიდსით დაავადებულები და უშვილობა.

 

 

საარჩევნო კამპანიის დროს, უმეტესწილად ქვეყნის ახალგაზრდობა ჩანდა, რომ ცვლილებებისკენ იხრებოდა, - განაცხადა BBC-ს ჟურნალისტმა უმარუ ფოფანამ დედაქალაქ ბანჯულში 2 დეკემბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.



ეკონომიკურმა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, აიძულა ბევრი ევროპის მიმართულებით სახიფათო მოგზაურობა აერჩია, ამ სარისკო მგზავრობის დროს კი ზოგიერთის ცხოვრება დახრჩობით სრულდება, თქვა მან.



არჩეული პრეზიდენტი, ადამა ბაროუ 1965 წელს აღმოსავლეთით მდებარე საბაზრო ქალაქ ბასეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 2000-იან წლებში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლის პარალელურად, გავრცელებული ცნობით, მაღაზია „არგოსის“ დაცვაში მუშაობდა. 2006 წელს კი გამბიაში დაბრუნდა და იქ ქონების დეველოპერული კომპანია დააფუძნა.


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თუ მოვლენები სხვაგვარად არ განვითარდა, მას 7 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელობა მოუწევს. საარჩევნო კამპანიისას კი იგი აკრიტიკებდა იმას, რომ პრეზიდენტობაზე 2-ვადიანი შეზღუდვის კანონი არ არსებობდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი