მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი „მუხანათური გამცემლობის“ გამო დაინგრა - „ის, რაც საბჭოთა კავშირს მოუვიდა, ჩემი დრამა იყო და დრამა ყველასათვის, ვინც ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში“
14-12-2016, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა ბრალი დასდო დასავლეთს „რუსეთისთვის პროვოკაციის მოწყობაში“ და განაცხადა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) 1991 წელს „მუხანათური გამცემლობის“ გამო დაინგრა.

 


საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25-ე წლისთავზე BBC-იმ გორბაჩოვთან იშვიათი ინტერვიუ ჩაწერა.

 

 

 


GUARDIAN.GE გთავაზობთ BBC-ის მიერ მომზადებული სტატიის ქართულ თარგმანს.

 


85 წლის გორბაჩოვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ მისი იუმორის გრძნობა დაურღვეველია, წერს BBC-ის ჟურნალისტი. როდესაც ჩვენ შევხვდით, მან მის სასიარულო ჯოხზე მიმანიშნა. „შეხედეთ“, - თქვა მან, „ახლა მე სამი ფეხი მჭირდება, რომ გარშემო ვიმოძრავო!“

 

 

 

 

 


გორბაჩოვი დამთანხმდა ესაუბრა ჩემთან იმ მომენტის შესახებ, როცა მსოფლიო შეიცვალა -დღეზე, როცა საბჭოთა სუპერსახელმწიფო დაიშალა.

 


„ის, რაც საბჭოთა კავშირს მოუვიდა, ჩემი დრამა იყო“, - მეუბნება იგი, „და დრამა ყველასათვის, ვინც ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში“.

 


‘ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება’

 


1991 წლის 21 დეკემბერს, რუსულ ტელევიზიაში, საღამოს „ნოვოსტის“ გამოშვება დრამატული ამბის გამოცხადებით დაიწყო: „საღამო მშვიდობისა. ეთერშია ახალი ამბების გამოშვება. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უკვე აღარ არსებობს...“

 


რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, რომ დაეშალათ საბჭოთა კავშირი და მოეხდინათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორმირება. შემდეგ 8 სხვა საბჭოთა რესპუბლიკამ გადაწყვიტა მათთან მიერთება.

 


მათ ერთად დაარღვიეს მიხეილ გორბაჩოვი: საბჭოთა ლიდერი იბრძოდა რესპუბლიკების ერთ სახელმწიფოში შენარჩუნებისთვის.

 

 

 

(1991 წლის აგვისტო, ბორის ელცინი - ცენტრში - ხელმძღვანელობს პროტესტანტებს, რომელთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საბჭოთა ულტრა-მემარჯვენე ძალებმა არ დაუშვეს)  

 


„ჩვენ ზურგს უკან მუხანათური გამცემლობა იდგა. ჩემს ზურგს უკან“, მეუბნება ბატონი გორბაჩოვი. „ისინი წვავდნენ მთლიან სახლს მხოლოდ იმისათვის, რომ სიგარეტისთვის მოეკიდებინათ. მხოლოდ მიეღოთ ძალაუფლება. მათ არ შეეძლოთ მიეღოთ ის დემოკრატიული საშუალებებით. ამგვარად, მათ ჩაიდინეს დანაშაული. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება“.

 


1991 წლის 25 დეკემბერს, მიხეილ გორბაჩოვმა, როგორც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. კრემლში ბოლოჯერ იყო აღმართული საბჭოთა დროშა.

 

 

 

(1991 წლის 25 დეკემბერი, მიხეილ გორბაჩოვი სახელმწიფო ტელევიზიით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს).

 

 


„ჩვენ სამოქალაქო ომის გზაზე ვიდექით და მე მინდოდა ამის თავიდან აცილება“, - იხსენებს გორბაჩოვი.

 


„საზოგადოების დაყოფა და ბრძოლა ჩვენ მსგავს ქვეყანაში, იარაღით პირთამდე სავსე ქვეყანაში, მათ შორის ბირთვული იარაღით, უამრავ ადამიანს შეიწირავდა და კატასტროფას გამოიწვევდა. მე ამას ვერ დავუშვებდი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩავბღაუჭებოდი ძალაუფლებას. გადადგომა ჩემი გამარჯვება იყო“.

 


რას იტყოდით პუტინზე?

 


თავისი გადადგომის სიტყვაში, გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ მისი „პერესტროიკის“ (გარდაქმნა) რეფორმების პროგრამის შედეგად საზოგადოებამ „თავისუფლება შეიძინა“. 25 წლის თავზე მე ვეკითხები მას, ფიქრობს თუ არა, რომ თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის დღევანდელ რუსეთში.

 


„ეს პროცესი დასრულებული არ არის“, - პასუხობს ის. „ჩვენ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ ამაზე. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც თავისუფლება აბეზარობაა. ისინი არ გრძნობენ მისით თავს კარგად“.

 


„ვლადიმერ პუტინს გულისხმობთ?“ - ვკითხე მე.

 


„თქვენ უნდა მიხვდეთ, ვის ვგულისხმობ“, - მპასუხობს იგი. „ეს არის ის შეკითხვა, რომელსაც მე თქვენ დაგიტოვებთ პასუხის გასაცემად“.

 


ჩვენი საუბრისას, მიხეილ გორბაჩოვი თავს არიდებს ვლადიმერ პუტინის პირდაპირ კრიტიკას. მაგრამ იგი რამდენიმეჯერ ნართაულად გადაჰკრავს, რომ მას და პრეზიდენტ პუტინს აქვთ თავიანთი განსხვავებები.

 


„ოდესმე პუტინს თუ უკითხავს თქვენთვის რჩევა?“ - ვკითხე მე.

 

 

„მან უკვე ყველაფერი იცის“, მპასუხობს გორბაჩოვი. „ყველას მოსწონს საქმეების თავისი საკუთარი ხერხით კეთება. კესტ ლა ვიე, როგორც ფრანგები ამბობენ“.

 


დასავლეთის ‘პროვოკაცია’

 

 

ყოფილი საბჭოთა პრეზიდენტი თანამედროვე რუსეთზე მწვავედ საუბრობს. „ბიუროკრატები“, მეუბნება იგი, „მოიპარე სახელმწიფოს სიმდიდრეები და დაიწყე კორპორაციების შექმნა“.

 


იგი აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო კომპანიონს, იგორ სეჩინს, რომელიც გიგანტურ სანავთობო „როსნეფტს“ ხელმძღვანელობს, და ბრალს სდებს მას სახელმწიფო საქმეებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.

 


იგი თავს ესხმის დასავლეთსაც და ბრალს სდებს მას „რუსეთისთვის პროვოკაციის მოწყობაში“.

 


„მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის პრესას - და მათში თქვენც იგულისხმებით - მიცემული აქვს სპეციალური ინსტრუქციები დისკრედიტაცია მოახდინონ პუტინის და მოიცილონ იგი. არა ფიზიკურად... მაგრამ შედეგად, მისმა პოპულარობამ 86%-ს მიაღწია. მალე ის 120% იქნება.

 


სწორედ მიხეილ გორბაჩოვის თბილმა ურთიერთობამ შეერთებული შტატების აწ გარდაცვლილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან განაპირობა ცივი ომის დასრულება. ამგვარად, რას ფიქრობს იმ ახალ ლიდერზე, რომელიც მალე თეთრ სახლში უნდა შევიდეს? ოდესმე თუ შეხვედრია მას?

 

 

 

(საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1987 წელს. ხელს აწერენ ბირთვული განიარაღების მნიშვნელოვან ხელშეკრულებას)

 


„მე ნანახი მაქვს მისი ცადაბჯენილი შენობები, მაგრამ არ მქონია შესაძლებლობა შევხვედროდი მას პერსონალურად, ასე რომ ვერ განვსჯი მის შეხედულებებს და პოლიტიკას“, - მითხრა გორბაჩოვმა. „მაგრამ ეს საინტერესო სიტუაციაა. რუსეთში ყველა ფიქრობდა, რომ დემოკრატები გაიმარჯვებდნენ - მათ შორის მეც, მაგრამ მე არ ვამბობდი ამას“.

 


დასავლეთში, გორბაჩოვს ბევრი უყურებს, როგორც გმირს - კაცი, რომელმაც თავისუფლება მისცა აღმოსავლეთ ევროპას და ნება დართო გერმანიას, გაერთიანებულიყო. მაგრამ ბევრისთვის, მის მშობლიურ ქვეყანაში, გორბაჩოვი არის ლიდერი, რომელმაც იმპერია დაკარგა.

 

 

„იღებთ თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას საბჭოთა კავშირის დაშლის გამო?“ - ვეკითხები მას.

 


„რაც მაღიზიანებს მე ისაა, რომ რუსეთს, ხალხს, ჯეროვნად არ ესმის, თუ რა დავგეგმე რომ მიღწეულიყო და ფაქტობრივად, რა გავაკეთე“, - ამბობს ის.

 


„ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის, პერესტროიკამ [გარდაქმნა] გახსნა გზა თანამშრომლობისა და მშვიდობისათვის. მე მხოლოდ ვწუხვარ იმას, რომ ვერ შევძელი შემეხედა მისთვის ბოლომდე“.

 

 

 

(სტავროპოლში წარწერა "ჩვენი ცხოვრება" - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საბჭოთა ეპოქის ბევრი გამოძახილია)

 


ინტერვიუს ბოლოს, მე და მიხეილ გორბაჩოვმა მის პიანინოსთან გადავინაცვლეთ. მე ვუკრავ და ბატონი გორბაჩოვი მღერის მის ზოგიერთ საყვარელ საბჭოთა ჰიტს.

 


ეს იმპროვიზირებული სიმღერები კურიოზული, მაგრამ მშვენიერი ტრადიცია გახდა გორბაჩოვთან ინტერვიუს შემდეგ. კაცს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო პერესტროიკით, უყვარს ღიღინი.

 

 

 

 

 


„წარსულსა და მომავალს შორის ერთი თვალის ხამხამია“, - მღერის ის, „ეს წამი კი ცხოვრებაა, წუთისოფლის არღანია“.

 


საბჭოთა კავშირმა ერთი თვალის დახამხამებაში ჩაიარა. რა არის 70 წელი, რომ შევადაროთ რომაელთა ან ოტომანთა იმპერიებს?

 


მაგრამ ჩემი რწმენით, უსამართლობა იქნება ბრალი დავდოთ ბატონ გორბაჩოვს - ან მოწყვეტილ რესპუბლიკებს - საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

 


საბჭოთა კავშირი შესაძლოა თავიდანვე იყო გაბზარული: ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად. შესაძლოა მისი ბედისწერა იყო, ყოფილიყო ხანმოკლედ მცხოვრები სუპერსახელმწიფო.

 

 

 

კომენტარები: 7
#7   otari
      
დიდი სირი და თანაცგამყიდველი ხარ ბოროტო არსებავ,შენ დაკარგე ასე წვალებით ნაშენები ქვეყანა,სიმდიდრე წააართვი მშრომელ მასებს და მიეცი ერთეულ "კაზიოლებს" ყველა მდიდარის დედას შევ...ცი,რადგან პატიოსნად არც ერთს არ აქვს ნაშოვნი ასე მოკლე დროში ამხელა სიმდიდრე,მეტი არ ღირს ?სირებთ"ან ლაპარაკი
5 სექტემბერი 2020 20:44
#6   დონარა
      
ციტატა: ვარლამი
ქვეყანაში საბაზროეკონომიკის არარსებობამ, კერძოსაკუთრების არარსებობამ დაშალა საბჭოთაკავშირი, რამაც ქვეყნები ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომლიდანაც გამოსვლა, ვერმოახერხეს ქურდობას ნაჩვევმა პროლეტარიატმა, და კორიმპირებულმა ბომონდმა, რომლებიც დასავლეთის ხსენებისას ელეთმელეთი ემართებოდათ, [გაურბოდათ თვალები].
16 ივნისი 2019 02:40
#5   გიორგი
      
სტყუი ბატონო რადგან თუკი გგონია რომ საბჭოთა კავშირი მოგალატეებმა დაშალეს მითუმეტეს რომ როგორც ვიცი პერესტროიკა შენგან იყო და შენს სიკვდილსაც ჩვენმა დამაქცეველმა ედუარდმა შეუშალა ხელი ,ხოლო თუკი გადავხედავტთ დგევანდელ რუსეთს მეკი მგონია საბჭოეთის დაშლა თავადვე აწყობდათ 21 საუკუნის ფონზე რომ შემდგომ აგმოცენებულიყო ის რაცაა დგეს რუსეთი და მაინც თავიანთ წარსულს დგესაც პატივს სცემენ იმ საბჭოეთს რამაც დასაბამი დაუდო დგევანდელობას ასერომ დაწყნარდი ბაბუ
8 იანვარი 2019 14:41
#4   ვარლამი
      
ქვეყანაში საბაზროეკონომიკის არარსებობამ, კერძოსაკუთრების არარსებობამ დაშალა საბჭოთაკავშირი, რამაც ქვეყნები ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომლიდანაც გამოსვლა, ვერმოახერხეს ქურდობას ნაჩვევმა პროლეტარიატმა, და კორიმპირებულმა ბომონდმა, რომლებიც დასავლეთის ხსენებისას ელეთმელეთი ემართებოდათ, [გაურბოდათ თვალები].
5 იანვარი 2019 09:01
#3   ბიმო
      
9 აპრილის ტრაგედია , ბაქოს და ვილნიუსის ბარბაროსობა გორბაჩოვის უშუალო ბრძანებით განხორციელდა და ის არის სახელმწიფო დამნაშავე ... :(
ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში....
9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა
29 ივნისი 2017 23:29
#2   ბიმო
      
ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში.... 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა :)
16 მარტი 2017 01:15
#1  ზურაბ
      
საბჭოთა კავშირის დაშლა ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ცივი ომის პერიოდში და ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა რეიგანის პრეზიდენტობისას, რაც ოფიციალურად მისი შემდგომი პრეზიდენტის მამა ბუშის პრეზიდენტობისას გაფორმდა.


საბჭოთა კავშირის დაშლით საერთაშორისო სისტემაში ერთადერთი სუპერსახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოში და ახლა მისი მთავარი ამოცანაა არ დაუშვას რუსეთის გაძლიერება...
14 დეკემბერი 2016 03:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი