ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და სასტიკი ბრძოლები განახლდა - ქალაქის თავზარდაცემული მცხოვრებნი თავშესაფარის საძებნელად გარბიან
14-12-2016, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიელი მეამბოხე მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განადგურებული აღმოსავლეთ ალეპოდან გადაიდო, რადგან ქალაქში სასტიკი ბრძოლებია გაჩაღებული.

 

 

 

 



როგორც BBC იუწყება, სამთავრობო ავტობუსები ქალაქში შეყვანილია, მაგრამ ჯერჯერობით ალეპო არავის დაუტოვებია. ცოტა ხნის წინათ განახლებული ბრძოლების შედეგად დაზიანებები მიიღო 40-მა ადამიანმა.



სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მეამბოხე მებრძოლების საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ალეპოში, მთავრობის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ოთხშაბათ დილიდან 6 ადამიანია მოკლული.

 


მაია გებეილი, ახალი ამბების, AFP-ის ჟურნალისტი, რომელიც ბეირუთშია ბაზირებული, კავშირზე იმყოფება მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ მის კოლეგებთან. იგი „თვითერზე“ წერს: „AFP-ის კორესპონდენტებმა დაინახეს ქალაქის თავზარდაცემული მცხოვრებნი, რომლებიც აღმოსავლეთ ალეპოს ქუჩებში გარბოდნენ, რათა მოეძებნათ თავშესაფარი“. ჟურნალისტი განაგრძობს: „ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, შეთანხმება ბოლო წუთის რაღაცნაირი სასწაული იყო. ალეპოს მცხოვრებნი მართებულად იყვნენ სკეპტიკური. ვხედავთ მძიმე შეტაკებებს და მსხვერპლს, ახლა.

 

 

 

 

 


„როიტერსის“ ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ მედიასაშუალება, რომელიც ლიბანის „მოძრაობა ჰეზბოლას“ მიერ იმართება - რომლის მებრძოლებიც ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებს უჭერენ მხარს - აცხადებს, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მეამბოხეთა მიერ დაკავებული ალეპოს დატოვება სურთ, 15 000-მდეა, მათ შორის 4, 000 მებრძოლია.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა მოითხოვს ოპოზიციით გარემოცული ახლომდებარე დასახლებებიდან მისი დაჭრილი მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ერთდროულად ევაკუაციას.

 

 

სირიელ მებრძოლებს ალეპო უნდა დაეტოვებინათ მას შემდეგ, რაც მეამბოხეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა.

 


„როიტერსი“ წერს, რომ თურქეთის მთავრობის ოფიციალური პირის განცხადებით, შეთანხმება რუსეთსა - ასადის მთავარ მოკავშირეს - და თურქეთს შორის შედგა. გვიან სამშაბათს ალეპოში იარაღის ჟღარუნი შეწყდა და ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა. „როიტერსის“ რეპორტიორის თქმით, ქალაქში, ბოლო პერიოდის თითქმის მუდმივი დაბომბვების შემდეგ, აფეთქებების ხმა ოთხშაბათ დილამდე არ გაუგია.

 


ეს იყო სირიის არმიის და მისი მოკავშირეების, რომელთაც ინტენსიური საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის დაშენით მეამბოხეები მათი ბრძოლების ისტორიაში ქალაქის ყველაზე მცირე ტერიტორიაზე მოამწყვდიეს, ორკვირიანი სწრაფი წარმატების კულმინაცია.

 

 

 

 

 

 

ალეპოზე სრული კონტროლის აღებით, ასადმა განიმტკიცა მისი სამხედრო კოალიციის ძალაუფლება, რუსეთის საჰაერო ძალებისა და ირანის მხარდაჭერილი შიიტი მილიციის ჯარების დახმარებით.

 

 

„ბოლო საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ალეპოში სამხედრო მოქმედებები შეწყვეტილია, ის შეწყვეტილია“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა სამშაბათს გვიან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაცხარებულ შეხვედრაზე. „სირიის მთავრობამ დაამყარა კონტროლი აღმოსავლეთ ალეპოზე“.

 

 

BBC-ის ცნობით, რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მეამბოხე მებრძოლებთან მიღწეული შეთანხმებით, მათ მიერ ქალაქის დატოვება უნდა მოხდეს „საათების განმავლობაში“, მაგრამ ეს არ მოიცავს სამოქალაქო პირებს. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ალეპოში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. „შეთანხმება მებრძოლების დატოვებაზეა მიღწეული“, - თქვა მან.

 

 

 

 

 


„მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია დარჩეს, მათ შეუძლიათ წავიდნენ უსაფრთხო ადგილებში, მათ შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ჰუმანიტარული შეთანხმებებით, რომელიც მალე ამოქმედდება. არავინ აპირებს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას“.

 

 

 

 

 

მეამბოხეთა ჯგუფმა დაადასტურა შეთანხმების მიღწევა, მაგრამ აღნიშნა, რომ მასში მშვიდობიანი მოქალაქეებიც იქნებიან მოცული.

 


მეამბოხე ჯგუფები მხარდაჭერილია შეერთებული შტატების, თურქეთის და სპარსეთის ყურის მონარქიული სახელმწიფოების მიერ, მაგრამ მეამბოხეები ასევე მოიცავენ ჯიჰადისტ მებრძოლებსაც, რომლებიც არ არიან მხარდაჭერილი დასაველთის სახელმწიფოების მიერ, - წერს „როიტერსი“ და განაგრძობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასადმა ალეპოს მთავარი პრიზი მოიგო, იგი მაინც შორს დგას სირიის კომპლექსური სამოქალაქო ომის გამარჯვებისაგან, რადგან აჯანყებულები განაგრძობენ ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ბრძოლას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი