თეთრი სახლი: ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ხელმძღვანელობდა ჰაკერულ ოპერაციას, რისი მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო
15-12-2016, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ იყო ჩართული ჰაკერულ ოპერაციაში, რისი მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო. ამის შესახებ BBC წერს.

 


პრეზიდენტ ბარაქ ობამას მრჩეველმა, ბენ როუდსმა განაცხადა, რომ პუტინი ინარჩუნებს მკაცრ კონტროლს სამთავრობო ოპერაციებზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი საქმის კურსში იყო და იცოდა ამის შესახებ.

 


თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა დაამატა, რომ „საკმაოდ ნათელია“ რომ პუტინი ჩართული იყო.

 


ოფიციალურმა პირებმა რუსეთში არაერთხელ უარყვეს ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები.

 

 

„ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით, თუ როგორ ოპერირებს რუსეთი და როგორ აკონტროლებს პუტინი მის მთავრობას, გვაფიქრებინებს რომ, კვლავ ვიტყოდი, როცა შენ საუბრობ ამის მსგავს მნიშვნელოვან კიბერ თავდასხმაზე, ჩვენ ვსაუბროთ მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, - განაცხადა როუდსმა.

 

 

„და ბოლოს და ბოლოს, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური პასუხისმგებელი პირია რუსეთის მთავრობის ქმედებების“.

 

 

NBC იუწყება, რომ შეერთებულ შტატებს გააჩნდა სამხილი რომ პუტინი პერსონალურად იყო საქმის კურსში, თუ როგორ ჟონავდა რუსეთის დაზვერვის მიერ ჰაკერული გზით მოპოვებული ინფორმაცია.

 

 

პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა AP-ის განუცხადა, რომ NBC-ის რეპორტაჟი „სასაცილო სისულელე“ იყო.

 

 

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ასევე განაგრძო მტკიცებების უარყოფა, რომ რუსეთის დაზვერვამ მოახდინა დემოკრატიული პარტიის და საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის მთავარი მრჩევლის, ჯონ პოდესტას ელექტრონული წერილების ჰაკერული გზით მოპოვება.

 

 

არჩეულმა პრეზიდენტმა უარყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში.

 


ტრამპმა ხუთშაბათს „თვითერზე“ დაწერა: „თუ რუსეთი, ან სხვა რომელიმე ობიექტი ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებდა, რატომ ელოდა ასე ხანგრძლივად თეთრი სახლი მოქმედებას? რატომ ჩივიან ისინი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰილარიმ წააგო?“

 

 

მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციამ 7 ოქტომბერს პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს შეერთებული შტატების პოლიტიკურ ვებგვერდებზე და ელექტრონულ წერილებზე ჰაკერულ თავდასხმაში, რომლის მიზანიც იყო კარზე მომდგარ არჩევნებში ჩარევა.

 


ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტმა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ეწეოდა ჰაკერული თავდასხმის ორკესტრირებას, მათ შორის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის და კონგრესის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტის ჰაკერულ თავდასხმებს.

 


ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოპოვებული მასალები Wikileaks-სს გადაეცა და ინტერნეტით გამოქვეყნდა, რაც შემაცბუნებელი იყო დემოკრატებისთვის და შეაჯანჯღარა საპრეზიდენტო კამპანია.

 

 

NBC-ის რეპორტაჟში, რომელიც ანონიმურ მაღალ ოფიციალურ პირებს იმოწმებს, ნათქვამია, რომ ჰაკერული კამპანია დაიწყო, როგორც „ვენდეტა“ კლინტონის წინააღმდეგ.

 


როგორც ამბობენ, პუტინი გამძვინვარებული იყო, როდესაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მყოფმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების პატიოსნება ეჭვქვეშ დააყენა. პუტინმა საჯაროდ დასდო ბრალი ჰილარი კლინტონს, რომ აქეზებდა ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციების მოსაწყობად.

 


BBC წერს, რომ არ შეუძლია დაადასტუროს NBC-ის რეპორტაჟი.

 


საჯაროდ არ არის სპეციფიური სამხილი გაზიარებული, რაც დაადასტურებდა პუტინის როლს ან ცოდნას ჰაკერულ თავდასხმებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი