12 წლის ერაყული წარმოშობის გერმანელი ბიჭი ლუდვიგშაფენში საშობაო ბაზრის ბომბით აფეთქებას შეეცადა, მოგვიანებით კი ასაფეთქებელი მოწყობილობა მან ქალაქის მერიასთან დადო
16-12-2016, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

12 წლის გერმანელი-ერაყელი ბიჭი შეეცადა ქალაქ ლუდვიგშაფენში საშობაო ბაზარი აეფეთქებინა. ინფორმაციას პროკურორებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

 

 

პროკურორების განცხადებით, მოზარდმა ნოემბერში ბაზარში ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ზურგჩანთა დატოვა, რომელიც არ ამოქმედდა და რამდენიმე დღის მოგვიანებით სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა ქალაქის მერიასთან. მაგრამ საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს პოლიციას, რის შედეგადაც აფეთქების მცდელობა აღიკვეთა და დაზიანება არავის მიუღია.

 


12 წლის ბიჭი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია - ფიქრობენ, რომ ახლახან რადიკალიზდა და კავშირები აქვს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. ჟურნალი Focus-ი უსაფრთხოების და სასამართლოს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიჭი „მძლავრად რადიკალიზდა“ და აშკარად იღებდა ინსტრუქციებს „ისლამური სახელმწიფოს“ უცნობი წევრისაგან.

 

 

ფედერალური პროკურატურის ოფისმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბიჭის შესაძლო კავშირზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მაგრამ დაადასტურა, რომ სახელისუფლებო ორგანოები იძიებენ აღნიშნულ საქმეს.

 


პროკურორმა ჰუბერტ სტრობერმა განაცხადა, რომ ბიჭმა 26 ნოემბერს შტატ რაინლენდ-პალატინატეში, ლუდვიგშაფენის საშობაო ბაზარში დატოვა ზურგჩანთა, რომელშიც კუსტარულად დამზადებული ბომბი იდო, მაგრამ მოწყობილობა არ ამოქმედდა, რადგან დეტონატორი უვარგისი გამოდგა“.

 


სტრობერის თქმით, მეორე მოწყობილობა, რომელიც ქალაქის მერიასთან ახლოს, 5 დეკემბერს დაიდო, აღმოაჩინა „ინფორმატორმა“ და სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს ის.

 


ბიჭი 2004 წელს ლუდვიგშაფენში ერაყელების ოჯახში დაიბადა.

 


პროკურორების განცხადებით, მის წინააღმდეგ ფორმალური პროცედურები არ წამოიწყება, რადგან იგი კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკობრივ ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

 


გასულ ხუთშაბათს, გერმანიის პოლიციამ ორი მოზარდი, 15 და 17 წლის ასაკის ბავშვები დააკავა და ბრალი დასდო მათ ჩრდილო-დასავლეთ ბავარიაში, აშხაფენბურგში საზოგადოებრივ ინსტიტუტზე ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში. პოლიციამ მათ სახლებში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები და პროპაგანდისტული მასალები იპოვა.

 


გერმანია წელს ტერორისტების სამიზნე არაერთხელ გახდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი