გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაზე ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია - ალეპოდან კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა
19-12-2016, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის ქალაქ ალეპოდან ორშაბათს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა. 4 500-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა აღმოსავლეთ ალეპოს ამბოხებულების მიერ დაკავებული ადგილები. მათ შორისაა 7 წლის ბანა ალაბედი, რომელიც დედის დახმარებით „თვითერზე“ ათავსებდა ინფორმაციებს ალეპოში შექმნილს მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ათეულობით ობოლი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 


უფრო ადრე ავტობუსები მთავრობის კონტროლირებად ამბოხებულთა მიერ ალყაშემორტყმული ორი სოფლისკენ გაგზავნეს, საიდანც მოსახლეობის გამოყვანის შესახებ შეუთანხმებლობამ, ალეპოდან ევაკუაციის გეგმის განხორციელების პროცესი შეაჩერა და შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით სასოწარკვეთილი ადამიანი ქუჩებში, ყინვისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის პირობებში ალეპოდან ევაკუაციას ელოდებოდა.

 


იმ დროს როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ალეპოდან გაჰყავდათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს „გაერომ და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა განახორციელონ ადექვატური, ნეიტრალური მონიტორინგი“ ალეპოდან მასობრივი ევაკუაციისა.

 


ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხერხდა, რაც საბჭოს 15-მა წევრმა ქვეყანამ მოახერხა საკითხზე დასავლეთის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოების დაძლევა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი