რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
19-12-2016, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ელჩს თურქეთში, ანდრეი კარლოვს ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს იმ დროს, როდესაც ფოტო გალერეას სტუმრობდა და სიტყვით გამოდიოდა. ელჩი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

 

 

 

BBC-ის ცნობით, თავდასხმისას სხვა რამდენიმე პირმა დაზიანება მიიღო, თავად თავდამსხმელი კი მოგვიანებით პოლიციამ მოკლა. იგი პოლიციის ყოფილი ოფიცერი იყო და 2 წელი მსახურობდა თურქეთის პოლიციაში. 

 


იმ დროს როდესაც ელჩი გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, დარბაზში კარგად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელიც გაჰყვიროდა: "არ დაგავიწყდეთ ალეპოს შესახებ, არ დაგავიწყდეთ სირიის შესახებ!" "ალაჰ აგბარ" (ღმერთი დიადია).

 

 

 

 

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსული ტელევიზიით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ კარლოვი „ბრწყინვალე დიპლომატი“ იყო, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, რომელსაც „კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის ხელმძღვანელობასა და სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათი მხრიდან პატივისცემით სარგებლობდა“.

 

 

(კარლოვი თან ახლავს პუტინს 2016 წლის ოქტომბერში სტამბულში ვიზიტის დროს. Reuters-ის ფოტო)  

 

 

 

პუტინმა მისი თურქეთში ბოლო ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მუდმივად თან ახლდა ელჩი. მან ჩადენილ დანაშაულს „პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც მიმართულია „რუსულ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების“ წინააღმდეგ. „ამის წინააღმდეგ პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ტერორთან ბრძოლის გაძლიერება“ - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსული საგამოძიებო ჯგუფი თურქებთან იმუშავებს დანაშაულის გამოსაძიებლად და ამის შესახებ შეთანხმება პუტინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას შედგა.

 


კრემლის წარმომადგენლის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინთან საუბრისას ერდოღანმა დაგმო ანკარაში რუსეთის ელჩის „საზიზღარი მკვლელობა“.

 


პუტინმა განაცხადა, რომ ელჩის მკვლელობის საპასუხოდ რუსეთი გააძლიერებს ტერორიზმთან ბრძოლას.

 

 

მოსკოვში ჩასულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მთელი თურქეთი განიხილავს ამ ტერაქტს, რომელიც მიმართულია „არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთის წინააღმდეგ“.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ინფორმირებულია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით და ელოდება დამატებით ინფორმაციას, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ერიკ შულცმა.

 


„დღეს დილით ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთში რუსი ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა დაავალა თავის ჯგუფს, მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადა შულცმა.

 

 

 

თურქეთში მეორე დღეა, რაც რუსეთის სირიაში ინტერვენციას აპროტესტებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი