შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად დაამტკიცა
19-12-2016, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად დაამტკიცა, მიუხედავად ბოლო თავზეხელაღებული მცდელობისა არ დაეშვათ მისი თეთრ სახლში შესვლა.

 


როგორც BBC წერს, თავისი გამარჯვების თაობაზე რეაქციის გამოხატვისას ტრამპმა პირობა დადო „იმუშაოს მაგრად თავისი ქვეყნის გასაერთიანებლად“ და იმისათვის, რომ „ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იყოს“.

 


საარჩევნო კოლეგიის ამომრჩევლებს ზღვა ელექტრონული წერილები გაეგზავნათ და მათ მიმართ ასევე უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა და დაჟინებით მოუწოდებდნენ, არ დაეჭირათ მხარი მილარდერისთვის.

 


შეხვედრებზე, რომელიც თითოეულ შტატში და კოლუმბიის ოლქში შედგა ინსტიტუტის კოლეგიის 538-მა წევრმა ამომრჩეველმა, რომელიც ჩვეულებრივ შტატის პარტიების მიერ არის არჩეული, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევას მისცეს ხმას.

 


ტეხასმა საბოლოოდ არჩეული პრეზიდენტისთვის ხმის მიცემით 270 -ზე მეტ დონეზე შეინარჩუნა ტრამპის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ორმა მისმა ამომრჩეველმა მილიარდერის წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

 

The New York Times -ი იუწყება, რომ კოლეგიის ოთხმა ამომრჩეველმა დემოკრატმა ხმა მისცა სხვა ვინმეს, ვიდრე კლინტონს.

 


შედეგი ოფიციალურად გამოცხადდება 6 იანვარს, კონგრესის საგანგებო ერთობლივ სესიაზე.

 


ასე რომ, შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაამტკიცა ამერიკის შემდეგ პრეზიდენტად ხმის მიცემით, რომელიც ჩვეულებისამებრ რუტინას წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთის მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ის ჰაკერული თავდასხმების გზით შეეცადა 8 ნოემბრის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.

 

 

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნამ, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის ელექტრონულ წერილებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა იმ მცდელობით, რომ არჩევნების ბედი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაეწონა, შეაგულიანა „დემოკრატები“ დაჟინებით მოეწოდებინათ კოლეგიის ზოგიერთი ამომრჩევლისათვის არ მიეცათ ხმა ტრამპისათვის.

 


რუსეთის ოფიციოზი ამერიკის არჩევნში ჩარევის შესახებ მათდამი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

 


საარჩევნო კოლეგიის ამომრჩეველთა რაოდენობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატორების რაოდენობის ტოლფასია - თითოეულ შტატი წილს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად იღებს.

 


ტრამპმა 30 შტატიდან 306 ამომრჩევლის ხმა მიიღო. კანდიდატის გამარჯვებისთვის კი 270 ხმის მიღებაა საკმარისი. თუკი საარჩევნო კოლეგიაში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 270 ხმას, მაშინ პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენლობითი პალატა, რომელსაც ამჟამად „რესპუბლიკელები“ აკონტროლობენ.

 


საარჩევნო კოლეგიის ამომრჩევლები თითოეულ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან დაახლოებით 6 კვირაში იკრიბებიან, რათა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საბოლოოდ აირჩიონ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი