თემურ შაშიაშვილი: "ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ყოველივე ეს"
01-02-2014, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დღეს წერილი გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია:

 

ხალხი იმედგაცრუებულია. მოლოდინი არ გამართლდა. სამართლიანობის დადგენა კვდომის პროცესშია. "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება. პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. დომინირებს აზრი, რომ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ, უფრო მეტიც, ისიც მწამს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას სძულს ერთმანეთი, რაც თავისთავად არა მგონია, კარგი იყოს. მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები უარესში. უარესი კი ის არის, რომ ვინც მართავდა "ნაცმოძრაობას" იგივე ძალები მართავს "ქართულ ოცნებას". ეს ე.წ. მმართველი ცენტრი უცხოეთშია. სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას".

 

დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება. ქვეყნის უბედურებაა ქვეყნის გარედან კარნახით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის გარედან ფინანსირებადი პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი.

 

ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოში არც ერთი საქმე არ მივა ბოლომდე, ეს იქნება კულტურა, განათლება, ეკონომიკა, სოციალური სფერო, თუ სამართლებრივი კუთხით, რაც არ აწყობს იმ გარე ძალებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ. დავაკვირდეთ, ყველაზე დიდი შეტევა ქართულ ცნობიერებაზეა, ქართულ კულტურაზეა, მართლმადიდებლობაზე და საერთოდ რელიგიაზეა. აკნინებენ ოდითგან გამორჩეულ ქართულ განათლების სისტემას. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს, მომავლის რწმენას უკარგავენ.

 

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ: ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი უარს არ ეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მორჩილებაში არიან უცხო ძალებთან, ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით, რომელთათვისაც მთავარია ის, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში და არა ის, რა ხდება და რას ფიქრობენ საქართველოში – სიკეთე არც ქვეყანაში და არც ჩვენს ოჯახებში არ იქნება. კარგად მხოლოდ გარედან მართვადი და დაფინანსებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგებნლები იცხოვრებენ.

 

დრომ დაადასტურა, რომ ქვეყანას და საკუთარ მომავალს ყიდის ის, ვინც საარჩევნო ხმას ყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც საარჩევნო ხმებს ყიდულობს. ოც წელზე მეტია, საქართველო საარჩევნო ხმების გამყიდველთა და მყიდველთა მიერ შემნილი მთავრობებით იმართება. ეს ტრაგედიაა. მით უფრო, რომ ეს ვაჭრობა პოლიტიკური ფულით ხდება. სწორედ ამ მოზღვავებული პოლიტიკური ფულის და მის მძებნელ პოლიტიკოსთა გამოა საქართველო მუდმივ საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო იღვრება სისხლი საქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო ცხოვრობს ცრემლში უამრავი საქართველოში და სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო, გარედან მართვადი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის მიერ კვლავ სისხლისღვრისკენ მიექანება საქართველო.

 

ჩვენ, "თეთრები" კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შევიდეთ იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებში, რომლებიც უცხოელთა ინიციატივით და უცხოელთა ფინანსებით იქმნება. ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ფიქრობენ არჩევნებზე, როგორც სკამების, ანუ თანამდებობების მოპოვების საშუალებაზე და არ ებრძვიან მთავარს – ქვეყნის გარედან მმართველ პოლიტიკურ ცენტრებს.

 

დავფიქრდეთ, 1992 წლიდან საქართველოში ყველა მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით მოვიდა და კორუფციის გამო წავიდა. 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყველა მთავრობა ხალხის კეთილდღეობის პროგრამით მოდიოდა და ხალხს შიმშილში ტოვებდა. როგორც ჩანს, საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გარე ძალების მხარდაჭერით ქვეყნის სათავეში მოდიან ერთ-ორ პიროვნებას ამოფარებული ბანდიტური ჯგუფები. ამას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს.

 

ჩვენ, "თეთრებს", კარგად გვესმის, რომ არც ურაპატრიოტიზმია ქართული, არც ფსევდოპატრიაოტიზმი და არც კოსმოპოლიტიზმი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არც ამერიკული გზაა ქართული, არც რუსული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წამხედურება. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი მეგობრობა ამერიკასთანაც, ევროპასთანაც, აზიასთანაც, რუსეთთანაც და განსაკუთრებით კავკასიაში.

 

სწორედ ამიტომ, საქართველოს მომავალი ქართული გზაა, რომელიც ოდითგან ნიჭსა და ზნეობას ეყრდნობა. ჩვენ ვართ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს სხვათა ჩარევის გარეშე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს, ხაზგასმით ვამბობ – მართავდეს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარია ინტელექტი და ზნეობა.

 

ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ყოველივე ეს. მაგრამ მჯერა, რომ უთქმელობას მაინც თქმა სჯობდა. ვთქვი ყველაფერი ეს იმის იმედით, რომ უკვე საქართველოში უამრავი ფიქრობს განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე. ფიქრობს და ოცნებობს ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. დღეს ყოველი ასეთი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა, მომავლის იმედია, გამარჯვებისთვის მებრძოლია.

 

 

 

 

 

 

http://www.tetrebi.org/?p=13427 

კომენტარები: 7
#7   თამარი
      
საქართველოს რომ მართვადი მთავრობები ყავს დღემდე ეს, სრული ჭეშმარიტებაა. მარა გასაჯაროება უნდა მოხდეს საიდან იმართებიან ეს მთავრობები. ვინ გვყავს პოლიტიკუტ სპექტრში ასეთივე მართვადი პოლიტიკური ძალები და საიდან არიან მართული. ყველა ეროვნული პარტია უნდა გაერთიანდეს და შეიქმნას ერთიანი ეროვნული კოალიცია, ვინც ამ ძალამომრეობას წინ აღუდგება. შემდეგ ამ ეროვნულ ძალებში უპირატესს ხალხი გამოავლენს თავისი გაკეთებული საქმეებით. როცა პარტიას ეროვნული გქვია და ქადაგებ უპირატესი ვარ და სხვებს ვჯობივარო,აქ მთავრდება ასეთი პარტიისთვის ყველაფერი. მე როგორც ერთ მოქალაქეს მჭირდება შედეგი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის თუ პიროვნების. შეფასებაც შედეგს უნდა მოყვეს. გააზრებულ და სამართლიან აზროვნებას უნდა მიეჩვიოს ხალხი და არა პირფერობასსარგებელის მიღების მოლოდინით.
8 თებერვალი 2016 06:07
#6   როლანდი შონია
      
სრულიად გეთანხმებით ბატონო თემურ.თავი ვერ დავაღწიეთ მანქურთების მთავრობას,რაც თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლისა და ურწმუნოების შედეგია.
5 თებერვალი 2016 08:54
#5   სოსო
      
"რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს, ხაზგასმით ვამბობ – მართავდეს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარია ინტელექტი და ზნეობა." ამისთვის საჭიროა სანდო და ობიექტური საარჩევნო სისტემა. აუცილებლად! თუ ვინმეს აინტერესებს, მაქვს საამისო საარჩევნო სქემა და გავაცნობ. ტექნიკურად გაუმართაობისას, თაღლითობის ლაბირინთებში იკარგება ხოლმე საარჩევნო ხმებიცა და ხალხისა თუ საზოგადოების აზრიც!
4 თებერვალი 2016 16:33
#4   გიორგი
      
ბატონ თემურს ძალიან ხშირად ჩემი რეპლიკები ანტაგონისტურად ეჩვენება, ამიტომაც ამ პოსტზე ჩემს რეაქციას ვაფიქსირებ ცალსახად - ეს არის სრული სიმართლე და სწორი,სულში და გულში გავლებული აზროვნების შედეგი და ბოლომდე ვიზიარებ მეც და ჩემი თანამოაზრეებიც ამ პათოსს და ასეთ ცნობიერებას! მხოლოდ ერთს, მცირე "რემარკას" გავაკეთებდი: ქართველმა ერმა და მასთან შესისხლხორცებულმა ყველა მართლმადიდებელმა ადამიანმა სასიცოცხლო როლი უნდა მივანიჭოთ სათავეშივე უფლის მცნებების პირნათლად დაცვას და ცოდვების აღმოფხვრას და სიყვარულს! რაც წმინდა პავლე მოციქულის განმარტებით სრულქმნილების ერთობლიობაა და რასაც წმინდა გაბრიელ ბერის განმარტებით სწავლა სჭირდება! აი ასეთი მიდგომის უქონლობაა სწორედ მიზეზი იმისა, რომ უფალი უშვებს ჩვენს თავზე იმ პროცესებსა და მოვლენებს რაც გვემართება არა 1992 წლიდან, არამედ 1917 წლიდანაც კი. გაიხარეთ ბატონო თემურ და მადლობა ასეთი სულიერებისა და სიკეთისათვის რასაც თქვენში ვხედავ.
4 თებერვალი 2016 13:20
#3   გურამი
      
უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა.
როცა სიყვარული სუფევდა საქართველოში, საქართველო(როგორც ერი, ასევე ბერიც) ღვთივსათნო ღირსებებით იყო ხოლმე შემოსილი.
სიყვარულის მხოლოდ დეკლარირება იოლი საქმეა და მას ხანგრძლივი სიჯიუტით უმთავრესად დემონური საწყისებით შეპყრობილი ადამიანები იმეორებენ; კმარა ალბათ ზოგიერთის დასახელება: ლენინ-სტალინის და მათი მემკვიდრეების (მათ შორის ამჟამინდელთა: პუტინის, იანუკოვიჩის, პუტჩისტი შევარდნაძის და მისი უდღეური მოქნაცქოც ნაშიერების,...), ჰიტლერის,...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისინი ან ეშმასავით მატყუარები არიან ან ეშმასაგან მოტყუებულები, თუმცა გააჩნიათ უზარმაზარი მიზიდულობის ძალა მხოლოდ ამქვეყნიურ სიამოვნებებისადმი მიდრეკილ ადამიანებთან მიმართებაში(გოეთეს მოსაზრების პერიფრაზა).
ღვთის შეწევნის გარეშე, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს მინდობილ ადამიანებს არ ძალუძთ ეშმას სატყუარებისაგან თავის დაღწევა(ეს ვერ მოახერხა თვით პეტრე მოციქულმაც კი), ხოლო ღმერთს მინდობილი, საკუთარი ცოდვების პეტრესავით გულწრფელად გამომტირებელი ადამიანები ესათნოვება უფალს და ადამიანური მშვენიერებით მოსავს მათ(ასეთები იყვნენ წმ. მეფენი ვახტანგი, დავითი,... მთავარნი ცოტნე, იოთამი,... სამღვდელონი თეოდორე, ამბროსი,... საერონი ილია, მერაბი,...).
მზაკვარი ეშმას საცთურებში(პატივ და სახმართმოყვარეობა, კერპთაყვანისცემა, მილიარდები, სასახლე-რეზიდენციები, ბისონები და ჯიპები,...) გახლართული ამჟამინდელი საერო და სასულიერო ვაი-წინამძღოლნი კი ადგანან რუსეთუმე ორიენტაციის წინაპართა (სოსოს, სერგოს,...) მოუსავლეთისაკენ მიმავალ გზას.
გამოსავალი ერთია: ღვთის მოიმედეობა და მისი შეწევნით სრულიად საქართველოს სამწყსოსათვის ქრისტესმიერი თავდადების საქმით გაცხადება. ქრისტეს აღმსარებელ ქვეყანაში არ ეგების სანაგვე ურნებში საკვების მაძიებელი უამრავი ადამიანის ფონზე საერო და სასულიერო მწყემსების (და მათი მაგალითის მიმდევარი ათასგვარი საერო პოლიტ(ტ)კაცუნების თუ სასულიერო მღვდელთ(ტ)კაცუნების) გაფუფუნებული ცხოვრება.
გაჭირვებულთა და დავრდომილთა მეუფის მარჯვენა რისხვით არის შემართული. სასყიდლით დადგინებულნო, ცხვრის ქურქში გახვეულნო მგლებო - კეთილი მწყემსისა გეშინოდეთ, განახლებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინებისა გეშინოდეთ.
დაე, სიყვარული სუფევდეს საქართველოში, რათა ქართველი ერი შეიქმნეს (როგორც საერონი, ასევე სამღვდელონიც) ღვთივსათნო ღირსებებით შემოსილი.
თუ გსურს ამქვეყნიური მშვენიერება იხილო, ალალად მომღიმარე ჭეშმარიტ ქართველ ქრისტიანს ჩახედე თვალებში (თანამედროვეთ გვქონდა ბედნიერება და ასეთი მშვენიერება ვიხილეთ სულმნათი მერაბის თვალებში, ხოლო მისი და მისი თანამებრძოლების მიერ გაკვალული გზით წინსვლის უნარს კი უფალი კვლავ მიმადლის მამულის ღირსებისათვის თავდადებულ ბრძოლაში მერაბის მობაძავ მამულიშვილებს).


ჰიტლერის,
4 თებერვალი 2014 03:49
#2   ლია ბერუა
      
არ გათეთრდების თორემ კი...
სიტყვა სხვაა საქმე სხვააო, რაო ეროვნული მოძრაობა მოუნდა, მჯერა მოენატრებოდა ყოფილ მერიკოს. ქუთაისში, ჰელსინკის კავშირის ორგანიზებული 27 ივლისის ხელშეკრულების არ დადებისათვის გამართული საპროტე4სტო აქცია რომ დაარბია, სულმნათ არსენ ფოჩხუას დაურეკა და მოსთხოვა, მის სახლში შეფარებულებს ქუთაისი დაეტოვებინათ! თუ ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო მისი და თანაც ქართული, კავკასიური, ამ ხელშეკრულების პირველი გამპროტესტებელი განა ქუთათური არ უნდა ყოფილიყო (კოლხური კულტურის მესაკუთრის პრეტენზია ხომ გაქვთ)? წითელიდან თეთრი არ მიიღება! მაგას სხვა სიხშირეებიც სჭირდება... მეც ვიფიქრე მეთქვა თუ არა და ამჯერად თქმა სჯობს! გითხრა სულმნათმა კაცმა "...ისეთი დღე დაგვიდგება ხელის ცეცებით ვეძებდეთ ერთმანეთსო", აი ამ ცეცებაში მეეჭვება შაშიკო მოჰყვეს ვინმეს ხელში! ღალატსაც სცოდნია მიჩვევა და რა გადააჩვევს შეჩვეულ ჭირს! ჩვენ რა დავაშავეთ ამას თუ გული და გონება არ ეყო! მოკეტოს მაინც! წავიდეს შევარდნაძე დამოძღვროს! გააკეთა რა აღმოჩენა! საქართველოს ცოდო თქვენ ყორღანაშვილებო!
3 თებერვალი 2014 17:47
#1   ვახტანგი
      
"საქართველოს მომავალი ქართული გზაა, რომელიც ოდითგან ნიჭსა და ზნეობას ეყრდნობა". ჩვენ არ გვინდა არავისი კარნახი და მიმბაძველობა, ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი და სხვებმა ჩვენგან ისწავლონ, თუ ისურვებენ, კეთილმეზობლური ურთიერთობა კი, ბატონო! მისაღებია და სხვა ქვეყნის ხალხებთან ურთიერთობის წინააღმდეგი არა ვარ. მაგრამ მე კატეგორიულად არ მინდა არც ამერიკული, არც ევროპული, არც რუსული და არც აზიური; მე მინდა წმინდა ქართული, და ქართულმა იარსებოს მარადჟამს, არ დაიკარგოს ქართული ისტორიაში, არ დაგვეკარგოს "მამული, ენა, სარწმუნოება",არ მოხდეს ჩვენი გადაგვარება (ამერიკისა და ევროპის კარნახით და გამუდმებული ამერიკულ-ევროპული ღირებულებების ყიჟინით) ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ღირებულებები და ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენს ნიჭსა და ზნეობაზე დაფუძნებული გზა ჯობია მათ გზას;
2 თებერვალი 2014 14:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი