ბარაქ ობამამ სამუდამოდ აკრძალა ოფშორული ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები შეერთებული შტატების კუთვნილი ჩრდილოეთის წყლების „უდიდეს ნაწილში“
21-12-2016, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების მიმავალმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სამუდამოდ აკრძალა ოფშორული ნავთობისა და გაზის ბურღვითი სამუშაოები შეერთებული შტატების კუთვნილ ჩრდილოეთის წყლების „უდიდეს ნაწილში“.

 


როგორც BBC იუწყება, ობამამ არქტიკის და ატლანტის ოკეანეებში განსაზღვრა ადგილები, სადაც მომავალ გრძელვადიან საიჯარო ხელშეკრულებებზე „შეზღუდვები უსაზღვროდ“ იქნება დაწესებული.

 


ობამას მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე გადადგმული ეს ნაბიჯი ფართოდ არის მიჩნეული იმის მცდელობად, დაცული იყოს რეგიონი.

 


BBC წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილების გაუქმება.

 


კანადა ასევე მზადაა მსგავსი ზომების მისაღებად, მის კუთვნილ არქტიკის წყლებში.

 


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება „ძლიერი, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი არქტიკის ეკონომიკის და ეკოსისტემის“ შენარჩუნებას უკავშირდება. ამგვარი ნაბიჯის გადადგმით კი იმედოვნებენ, რომ ბუნებრივი კულტურული მახასიათებლების, ველური ბუნების შენარჩუნება მოხდება იმ ფონზე, როდესაც ტერიტორია ნავთობის დაღვრისაგან იქნება დაცული.

 


მაგრამ მაშინ როცა კანადა ყოველ 5 წელიწადში გადახედავს თავის ინიციატივას, თეთრი სახლი დაჟინებით ირწმუნება, რომ ობამას დეკლარაცია სამუდამოა. გადაწყვეტილება კი ეყრდნობა 1953 წლის კანონს, რომელიც ნებას რთავს პრეზიდენტს ოფშორულ რესურსებზე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაცემის შესახებ აკრძალვა სამუდამოდ დააწესოს.

 


საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი შეერთებული შტატების არსებულ სანავთობო რეზერვებზე აიღებს ორიენტირს, რამაც გარემოსდაცვით ჯგუფებში შეშფოთება წარმოშვა.

 

 

არქტიკის დეკლარაციაზე რეაქციის გამოხატვისას „დედამიწის მეგობრებმა“ განაცხადეს: „არც ერთ პრეზიდენტს მისი წინამორბედის მიერ ოფშორულ ადგილებში ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე მიღებული გადაწყვეტილება უკან არ გაუწვევია.

 


„თუ დონალდ ტრამპი შეეცდება გააუქმოს პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება, იგი მის თავს სასამართლოში აღმოაჩენს“.

 


მიუხედავად ამისა, „ამერიკული პეტროლიუმის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ „არ არსებობს იმგვარი რამ, რაც სამუდამო აკრძალვას“ გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მარტივად გააუქმებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

 

 

 

 

 

 

გარემოსდაცვით ჯგუფებს შორის ტრამპმა შიშები წარმოშვა მის მომავალ ადმინისტრაციაში მთავარ პოსტებზე ისეთი პიროვნებების წარდგენით, როგორიცაა რექს ტილერსონი (ფოტოზე) და რიკ პერი - პირველი, გიგანტური სანავთობო კომპანიის,  Exxon Mobil-ის ხელმძღვანელი და სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა და მეორე, ენერგეტიკის მდივნობის კანდიდატი, რომელიც ტეხასის გუბერნატორობისას მოუწოდებდა სანავთობო ინდუსტრიაში ნაკლები რეგულაციებისაკენ.

 

 

გარემოსადაცვითმა ჯგუფებმა მკაცრად გააკრიტიკეს ტილერსონის და პერის წარდგინებები.

 


არქტიკის რეგიონში ამჟამად ნავთობის ბურღვითი სამუშაოები ძალზე მცირე მასშტაბებით მიმდინარეობს, რადგან ის საკმაოდ რთულია და ძვირიც ჯდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი