102 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა ბრძოლის შედეგად უნივერსიტეტში სამუშაო ადგილი შეინარჩუნა
21-12-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

102 წლის მეცნიერმა ავსტრალიის უნივერსიტეტში სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ადმინისტრაციასთან ბრძოლა მოიგო. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, დევიდ გუდოლს მომავალ წელს სახლიდან უნდა ემუშავა, რადგან მისი დასავლეთ ავსტრალიის კოუენის უნივერსიტეტში ყოფნა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შემცველად მიიჩნიეს. მაგრამ მას შემდეგ რაც მეცნიერმა გააპროტესტა აღნიშნული გადაწყვეტილება, უნივერსიტეტმა მისთვის ახლა ალტერნატიული სამუშაო სივრცე გამონახა.

 


როგორც BBC წერს, ავსტრალიის ყველაზე მხცოვან მომუშავე მეცნიერს, დოქტორ გუდოლს მის 70-წლიან კარიერაში 100-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ეკოლოგიის საკითხებზე. იგი ამჟამად სამეცნიერო საზოგადოების საპატიო მკვლევარია, რომელიც ანაზღაურების გარეშე მუშაობს.

 


ედით კოუენის უნივერსიტეტში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მოღვაწეობის შემდეგ, დოქტორ გუდოლს აგვისტოში უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, რადგანაც თანამშრომლებმა მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხი წამოჭრეს და წუხილი გამოხატეს მის დაცულობასთან დაკავშირებით.

 


უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ „უკეთესი“ სამუშაო სივრცე გამოიძებნა კამპუსში, დოქტორ გუდოლის საცხოვრებელ სახლთან უფრო ახლოს. ადრე მას უნივერსიტეტის უფრო შორს მდებარე კამპუსთან მისასვლელად, სადაც კვირაში 4 დღე მუშაობდა, მგზავრობაში 90 წუთი სჭირდებოდა, ახლა კი მისი მგზავრობის დრო განახევრდება.

 


„დევიდთან და მის ოჯახთან საკითხის განხილვების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ დევიდი განაგრძობს ედით კოუენის უნივერსიტეტის სივრცეში მუშაობას“, - განუცხადა აღნიშნული უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა სტივ ჩეპმანმა BBC-ს.

 

 

 

 

 

 


102 წლის მეცნიერმა უნივერსიტეტის მიმართ მადლიერება გამოხატა, მაგრამ აღნიშნა, რომ ძველი სამუშაო ოთახის დატოვება მისთვის სევდისმომგვრელია.

 


„ვიმედოვნებ, რომ განვაგრძობ რაიმე სასარგებლო საქმის კეთებას ჩემ სფეროში იმ დრომდე, ვიდრე ჩემი მხედველობა ამის საშუალებას მომცემს“, - განუცხადა მეცნიერმა ABC-ის და დაამატა:

 


„მაგრამ მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოებაზე ხაზგასმა არ იყო საჭირო“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი