ბანა ალაბედი - 7 წლის სირიელი გოგონა, რომელიც „თვითერზე“ ალეპოს საშინელი ცხოვრების შესახებ წერდა - თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
21-12-2016, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანა ალაბედი - 7 წლის სირიელი გოგონა, რომელიც „თვითერზე“ მეამბოხეების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ ალეპოს შიგნით ცხოვრების შესახებ წერდა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

 


სურათზე ბანა და მისი პატარა ძმა ერდოღანს მუხლებზე უზის. ფოტო ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსშია გადაღებული.

 


BBC-ის ცნობით, ერდოღანმა სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა სირიაში ბანასა და მისი ოჯახის გამოსაყვანად, მას შემდეგ რაც მათ აღმოსავლეთ ალეპოდან თავის დაღწევის საშუალება მიეცათ.

 

 

ბანას გასაჭირმა დღის სინათლე მას შემდეგ იხილა, რაც სექტემბერში იგი „თვითერში“ გაწევრიანდა.

 


სოციალურ ქსელში იგი პერიოდულად დებდა ყველაფერს, მისი მეგობრების სიკვდილიდან დაწყებული მისი მცდელობით დამთავრებული, ეცხოვრა ნორმალური ცხოვრებით.

 


ამ ხნის განმავლობაში „თვითერზე“ მას 325 000 მიმდევარი გაუჩნდა, მათ შორის ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი, რომელმაც მას „ჰარი პოტერის“ ელექტრონული ვერსია გაუგზავნა.

 


ოთხშაბათს ბანამ ერდოღანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ძალიან ბედნიერია“ პრეზიდენტთან შეხვედრით, მოკლე ვიდეოში კი ამბობს: „მადლობა ალეპოს ბავშვების მხარდაჭერისათვის და ჩვენი დახმარებისათვის, თავი დაგვეღწია ომისთვის“.

 


ბანას დედამ, ფატემაჰმა, რომელიც „თვითერის“ ანგარიშს მართავს, გადაწყვიტა სოციალურ ქსელში მისი შვილის დარეგისტრირება რათა ეჩვენებინა „თუ რამდენად იტანჯებიან ბავშვები დაბომბვებისა და ყველაფრისგან“.

 


მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა ალეპოს უდიდესი ნაწილი აიღეს, ბანამ და მისმა ოჯახმა ევაკუაციის პროგრამით დააღწიეს თავი ქალაქიდან.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი