პუტინმა სპეციალური ბრძანება გამოსცა მას შემდეგ, რაც 62 ადამიანი გარდაიცვალა ციმბირში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად
21-12-2016, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუროგატული ალკოჰოლის გაყიდვების შესაჩერებლად სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა და უფრო მკაცრი სამთავრობო ზომების მიღებაზე ბრძანება გამოსცა მას შემდეგ, რაც აბაზანის ალკოჰოლური ხსნარის დალევისაგან რუსეთში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

 


ციმბირის ქალაქ ირკუტსკში გარდაცვლილთა რიცხვი 62-ამდე გაიზარდა, 30 ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია.

 


პუტინს ასევე სურს ახალი წესების შემოღება, რომელიც სავალდებულოს გახდის პროდუქციის მარკირებას და დააწესებს ჯარიმებს სპირტიანი სასმელების კონტრაბანდული გზით მოვაჭრეებზე.

 


ანალიტიკოსების თქმით, 12 მილიონამდე რუსი სვამს ჩვეულებრივ, სასმელად ვარგისი ალკოჰოლური სასმელების ალტერნატიულ იაფ სასმელებს.

 


ხშირად ეს სასმელები ეტიკეტირებულია, როგორც კოსმეტიკა ან მედიკამენტები და ჩვეულებრივ აპარატის მეშვეობით იყიდება.

 


საპრეზიდენტო ბრძანება, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, იმ პროდუქციაზე აწესებს კონტროლს, რომელივ 25%-ზე მეტ ალკოჰოლს შეიცავს და ასევე საცალო ვაჭრობის სამკურნალო და ვეტერინარულ პროდუქტებზე, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს.

 


62 ადამიანი გარდაიცვალა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მას შემდეგ რაც აბაზანის სპირტიანი ხსნარი დალიეს. ათეულობით ადამიანი სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

როგორც BBC რუსეთის საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, კუნელის სურნელოვანი ხსნარი ისე იქნა მოხმარებული, როგორც ალკოჰოლი.

 


საქმესთან კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავეს და პოლიცია მაღაზიებიდან ბოთლების ამოღებას ახორციელებს.

 


აღმოჩნდა, რომ პროდუქტი შეიცავდა მეთილის სპირტს, მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც „ანტიფრიზი“ შეიცავს. ირკუტსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რუსეთის უმაღლესმა საგამოძიებო სააგენტომ ინციდენტთან დაკავშირებიღ გამოძიება დაიწყო.

 


ოფიციოზის განცხადებით, ლოსიონის ბოთლებზე მკაფიოდ იყო აღნიშნული გამაფრთხილებელი წარწერები, რომ ის შიდა მოხმარებისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ნარევი მაინც „მოხმარებულ იქნა, როგორც ალკოჰოლი“.

 


რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილები ღარიბები, 35-იდან 50 წლის ფარგლებში იყვნენ და ერთად არ სვამდნენ.

 


როგორც BBC წერს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საოჯახო პროდუქტები ზოგიერთის მიერ მიჩნეულია ალკოჰოლის იაფ ალტერნატივად და მაშინ როცა ალკოჰოლისაგან მოწამვლა გავრცელებულია, ეს არის წლების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი შემთხვევა მათ შორის, რასაც კი ამგვარი ინციდენტებისას ჰქონია ადგილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი