საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ
23-12-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. არჩევნები სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.

 

 

არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და მოძრაობა "თბილისელის" დაფუძნებელი ირაკლი მეძმარიაშვილი მონაწილეობენ.

 

 

წესდების მიხედვით, კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს დელეგატთა ნახევარზე მეტი. არჩევნებში 136 ხმის უფლების მქონე დელეგატია. ხმის უფლებით სარგებლობენ სპორტული ფედერაციები, ოლიმპიური ჩემპიონები, 5 არაოლიმპიური სახეობის წარმომადგენელი, განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხმის მიცემის უფლება აქვთ ნონა გაფრინდაშვილს, ჯანო ბაგრატიონს, თენგიზ გაჩეჩილაძეს.

 

 

ხმის მიცემა ფარულად მიმდინარეობს. შედეგებს დელეგატებს კომისიის თავმჯდომარე აცნობებს.

 

 

არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლით უხელმძღანელებს.

 

 

"განწყობა არის ოლიმპიური, სიმშვიდე გვაქვს ოლიმპიური და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინა წლებში წარმატებებზე, იმის შეფასება იქნება დღეს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლერი ხაბელოვმა.

 

 

ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში არ არის წარმოდგენილი სამთავრობო კანდიდატი.

 

 

"ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში პირველი ისეთი არჩევნებია, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვთვლი, რომ დელეგატებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე გამარჯვებისთვის მოვედი აქ და განწყობაც ასეთია,“ - აღნიშნა მეძმარიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი