„ეს 1 000 წელიწადში შეიძლება ერთხელ მოხდეს“ - ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურა დღეს შესაძლოა საშუალოზე 20 გრადუსით მაღალი იყოს
24-12-2016, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურა დღეს შესაძლოა საშუალოზე 20 გრადუსით მაღალი იყოს, რაზეც მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის რეკორდის მომხსნელი თბილი მასების დასადგურება რეგიონში.

 

 

კლიმატის დარგში მოღვაწე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არასეზონური თბილი ამინდი, რომელიც არქტიკის რეგიონში ფიქსირდება, პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ფაქტორით განპირობებულ კლიმატის ცვლილებასთან.

 


მთელი ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაში აქ ტემპერატურა საშუალოზე 5 გრადუსით მაღალი იყო.

 


ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გასულ ზაფხულს არქტიკის ზღვის ყინულმა მეორედ, ყველაზე დაბალ მოცულობას მიაღწია, რაც კი ეს სატელიტური ჩანაწერიდან ოდესმე დაფიქსირებულა.

 


დოქტორ ფრედერიკ ოტომ, ოქსფორდის გარემოსთან დაკავშირებული ცვლილების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა BBC-ს ახალ ამბებს უთხრა, რომ ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდამდე „ამგვარი თბილი მასები უაღრესად იშვიათი იქნებოდა - ჩვენ მოველით, რომ ეს 1 000 წელიწადში ერთხელ ხდება“.

 


ოტომ დაამატა, რომ მეცნიერები „ღრმად არიან დარწმუნებული“, რომ ამინდის მახასიათებლები დაკავშირებულია ანთროპოგენურ (ადამიანის გავლენით განპირობებულ) კლიმატის ცვლილებასთან.

 


„ჩვენ გამოვიყენეთ კლიმატის მოდელირების რამდენიმე განსხვავებული მიდგომა და დაკვირვება და ყველა ჩვენს მეთოდში აღმოვაჩინეთ ერთი და იგივე რამ; ჩვენ ვერ მოვახდენთ ამის მსგავსი თბილი მასების მოდელირებას ანთროპოგენური სიგნალის გარეშე“, - განაცხადა ოტომ.

 


ტემპერატურა, რაც ქრისტეშობის წინა დღისთვის არის პროგნოზირებული ჩრდილოეთ პოლუსზე, ყინვასთან ოდნავ მიახლოებულია.

 

 

პროგნოზირების მოდელები აჩვენებს, რომ დაახლოებით 2% შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ჩრდილოეთის პოლუსზე თბილი მასების დასდგურება ყოველ წელიწადს მოხდეს.

 

 

„მაგრამ თუკი ტემპერატურა ისევე განაგრძობს მატებას, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, ჩვენ უნდა მოველოდოთ ასეთ თბილ მასებს ყოველ წელიწადს და ეს უზარმაზარი დაწოლა იქნება ეკოსისტემაზე“, - აღნიშნა ფრედერიკ ოტომ.

 

 

ნასას კრიოსფეროს სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დოქტორ თორსტენ მარკუსმა განაცხადა, რომ თბილი მასები „ძალიან, ძალიან უჩვეულოა“. 

 

 

„შემზარავი ისაა, რომ ჩვენ ვიხილეთ ამის მსგავსი (ჩრდილოეთ პოლუსზე დაახლოებით 0C ტემპერატურა) თითქმის ზუსტად ერთი წლის წინათ“, - უთხრა მან BBC-ს.

 

 

ყინვა და დნობადი მდგომარეობა უკვე ართულებს ჩრდილოეთის ირმებისთვის საკვების მოპოვებას, რადგან ტორფი, რითაც ისინი იკვებებიან, დაფარულია მაგარი ყინულით, ვიდრე რბილი, შეღწევადი თოვლით.

 

 

შეკითხვაზე - არის თუ არა მოსალოდნელი ქრისტეშობის წინა დღის მდგომარეობამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს სანტას უმნიშვნელოვანეს მოგზაურობაზე - დოქტორმა მარკუსმა უპასუხა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მისი მარხილი თავს გაართმევს არსებულ მდგომარეობებს.

 

 

მან დაამატა: „მიუხედავად ამისა, ყველაზე მოსალოდნელია, რომ სანტა საგულდაგულოდ ჩაცმული ვიხილოთ. მომავალში, შესაძლოა, იგი ჩვენ მსუბუქ ქურთუკში ან პლასტიკურ პალტოში ვიხილოთ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი