ბარაქ ობამამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
24-12-2016, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ქვეყნის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი კანონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

 

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

 

 

„აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

 

კანონი პენტაგონს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებამდე, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის თანხების გამოყოფასაც უკრძალავს.

 

 

კანონი გლობალურ სტატუსს ანიჭებს ე.წ. მაგნიტსკის კანონს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია, მთელს მსოფლიოში სანქციები დაუწესოს ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ პირებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი