FBI - „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები შესაძლოა შეერთებულ შტატებში თავს დაესხნენ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ეკლესიებს
24-12-2016, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ გააფრთხილა ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურები იმის თაობაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები მოუწოდებენ მათ მიმართ თანაგრძნობით განწყობილებს თავს დაესხნენ არდადეგებზე ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს შეერთებულ შტატებში, მათ შორის ეკლესიებს. ინფორმაციას „როიტერსი“ აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


გაფრთხილების ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სპეციფიკური, სარწმუნო საფრთხეების შესახებ ცნობილი არ არის.

 


ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის გამაფრთხილებელი შეტყობინება მას შემდეგ გამოიცა, რაც საზოგადოებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ამერიკის ეკლესიების სია პრო-ისლამური სახელმწიფოს ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

 


„ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) საქმის კურსშია ინტერნეტით ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაჟინებით მოუწოდებს შეერთებული შტატების ეკლესიებზე თავდასხმებისაკენ“, - ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.

 


ისლამური სახელმწიფოსადმი თანაგრძნობით განწყობილნი „განაგრძნობენ მოწოდებებს არდადეგებზე თავშეყრის ადგილებსა და ეკლესიებზე თავდასხმების თაობაზე“, - ნათქვამია ბიულეტენში, რომლის ციტირებასაც CNN ახდენს. შეტყობინება აღწერს საეჭვო ქმედებების სხვადასხვა ნიშნებს, რაზეც პოლიციამ განგაში უნდა ატეხოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი