დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დახუროს თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია, თუმცა კი გამოძიება მისი საქმიანობის შესახებ გრძელდება
25-12-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დახუროს თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია, თუმცა კი გამოძიება მისი საქმიანობის შესახებ გრძელდება. (ტრამპის მიერ ფლორიდის გენერალური პროკურორის, პამ ბონდისადმი - სლაიდის ფოტოზე ხელმარცხნივ - ფულის გადახდა გამოძიების პროცესშია).

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს თავიდან აიცილოს „რაიმე ნიშნების არსებობაც კი“ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

 


ნიუ იორკის გენერალური პროკურორი საქველმოქმედო საზოგადოების „შეუსაბამო“, საეჭვო საქმიანობას იძიებს. ტრამპი კი რაიმე უკანონო ქმედების ჩადენას უარყოფს.

 


გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ ტრამპმა არ უნდა დახუროს საქველმოქმედო საზოგადოება მანამ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

ტრამპის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საზოგადოებამ წლების განმავლობაში უზარმაზარი კარგი სამუშაოები შეასრულა და მილიონობით დოლარი გაიღო უთვალავი ღირებული ჯგუფებისადმი, მათ შორის ვეტერანების, პოლიციის ოფიცრების და ბავშვების დასახმარებლად.

 


„მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილო კონფლიქტის თვით რაიმე ნიშნით გამოვლინებაც კი ჩემს, როგორც პრეზიდენტის, საქმიანობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, ფილანტროპიაში ჩემი მძლავრი ინტერესის მიდევნება განვაგრძო სხვა გზებით“.

 


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. იგი პრეზიდენტის პოსტზე ბარაქ ობამას შეცვლის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი