იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ განაცხადა, რომ მისი პერლ ჰარბორზე ვიზიტისას სურს მსოფლიოში განავრცოს გზავნილი, რომ იაპონია არასოდეს გაიმეორებს წარსული ომების საშინელებებს.
„იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსი არის ერთ-ერთი იმედი მსოფლიოში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა აბემ და დაამატა:
„იმედს გამოვთქვამ, რომ იაპონიის და შეერთებული შტატების ლიდერების ერთობლივი ვიზიტი პერლ ჰარბორზე ისტორიული და შერიგების მაჩვენებელი იქნება“.
აბეს 27 დეკემბრის ვიზიტი პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად პერლ ჰარბორზე იაპონიის თავდასხმიდან - ნაბიჯი, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-2 მსოფლიო ომში ჩაბმისაკენ უბიძგა - 75 წლის შემდეგ შედგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.