პერლ ჰარბორზე ვიზიტის წინ იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ ჰავაიში, დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი
26-12-2016, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პერლ ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ვიზიტის წინ - რომელსაც 1941 წლის 7 დეკმებერს იაპონია დაესხა თავს და რაც ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა შეერთებულ შტატებისთვის ჩაბმულიყო მე-2 მსოფლიო ომში - იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ ჰავაიში, გარდაცვლილების ხსოვნას მიაგო პატივი.

 


აბეს თან ახლდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი ვიზიტი პერლ ჰარბორზე მას შემდეგ, რაც მასზე 75 წლის წინათ თავდასხმა განხორციელდა.

 


აბეს მრჩეველების განცხადებით, პრემიერ მინისტრი გარდაცვლილთათვის ილოცებს, მაგრამ ბოდიშის სიტყვით არ გამოვა.

 

 

 

 

 


იაპონიის პერლ ჰარბორზე თავდასხმისას 2 300 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ამან უბიძგა შეერთებულ შტატებს ჩართულიყო მე-2 მსოფლიო ომში.

 


ჰავაიში დაშვების შემდეგ იაპონიის პრემიერ მინისტრი წყნარი ოკეანის ეროვნული ხსოვნის სასაფლაოსკენ გაემართა და იქაურობა გვირგვინით შეამკო.

 

 

 

 

 


მან ჰონოლულუს ცენტრის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

 


1941 წლის თავდასხმისას ბაზაზე ყველა, რვავე საბრძოლო გემი დაზიანდა და ოთხი ჩაიძირა, მაგრამ მთავარი ამერიკული ავიამზიდები იმ დროს ზღვაზე იყვნენ გასული.

 


სამშაბათს, აბე და ობამა თავდასხმის ადგილას გარდაცვლილებისთვის ილოცებენ, სანამ ჰავაიში შეხვედრას გამართვენ, რაც მათი ბოლო შეხვედრა იქნება ობამას პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე.

 


აბეს ვიზიტი, პერლ ჰარბორზე თავდასხმის 75 წლისთავიდან სამი კვირის გასვლის შემდეგ, ობამას ჰიროსიმაში ვიზიტს მოჰყვა.

 

 

ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვია, სადაც ამერიკის მიერ 1945 წელს ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად ფიქრობენ, რომ 150 000 ადამიანი დაიღუპა.

 


იაპონიის პირველი ლიდერი, რომელიც 1951 წელს პერლ ჰარბორს ესტუმრა, შიგერუ იოშიდა იყო, რომელიც სან-ფრანცისკოში შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ორივე გზაზე გაჩერდა ჰავაიში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი