ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“, მე-3 ვადითაც გაიმარჯვებდა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში
27-12-2016, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მე-3 ვადითაც გაიმარჯვებდა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში, კანონით უფლება რომ ჰქონოდა მონაწილეობა მიეღო 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

 


მის ყოფილ მრჩეველთან, დევიდ აქსელროდთან ვრცელ და მრავალმხრივ ინტერვიუში, მიმავალმა პრეზიდენტმა გამოხატა თავისი რწმენა, რომ იგი 2016 წლის არჩევნებს მოიგებდა, რადგან მიაჩნია, რომ ამერიკელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ეთანხმება მის პროგრესულ ხედვასა და იდეალებს.

 


„მე დარწმუნებული ვარ ამ ხედვაში, რადგან მე დარწმუნებული ვარ, კვლავ რომ კენჭი მეყარა და ამის არტიკულირება მომეხდინა, ვფიქრობ ამერიკელების უმრავლესობის მობილიზებას მოვახდენდი, რომ დარაზმულიყვნენ ამით“, - განაცხადა ობამამ CNN-ზე აქსელროდთან ინტერვიუში.

 


მიმავალმა პრეზიდენტმა შეაჯამა პროგრესული ამერიკული სული, როგორც „თავისთავად მანიფესტი საზოგადოებაში, მთელი ქვეყნის გასწვრივ“.

 


„ჩვენ ვხედავთ ამას ამ ახალგაზრდა თაობაში, რომელიც არის უფრო მაგარი, უფრო ტოლერანტული, უფრო დახვეწილი, უფრო შემოქმედებითი, უფრო მეწარმეობის ჟინის გამომვლენელი, არც კი ფიქრობს, იცით, ვიღაცის დისკრიმინაციაზე, მაგალითად, მათი სექსუალური ორიენტაციის გამო“.

 


ბოლოს და ბოლოს ობამა არ ფიქრობს, რომ არჩევნები წარმოადგენდა დიდძალ ცვლილებას ამერიკულ პოლიტიკაში ან უარის თქმას მის ადმინისტრაციაზე, დაჟინებით ირწმუნებოდა რა, რომ „კულტურა ფაქტობრივად ნამდვილად შეიცვალა, რომ უმრავლესობა ნამდვილად მხარს უჭერს ერთი ამერიკის იდეას, რომელიც არის ტოლერანტული და მრავალფეროვანი და ღია და ენერგიით და დინამიზმით სავსე“.

 


როგორც „გარდიანი“ წერს, გარკვეულწილად ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე აისახა, სადაც ჰილარი კლინტონმა პოპულარული ხმები თითქმის სამი მილიონით მოიგო.

 


ამის მიუხედავად, კლინტონმა წააგო რამდენიმე ინდუსტრიული შტატი მცირე განსხვავებით. მან წააგო პენსილვანია 44 000 ხმით, ვისკონსინი 23 000 ხმით და მიჩიგანი 10 000 ხმით. ყველა ეს სამი შტატი რომ მოეგო, კლინტონი საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობით ტრამპს გადაუსწრებდა და საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი