პოლონელი მძღოლი რამდენიმე საათით ადრე მოკლეს, ვიდრე მოკლულის სატვირთო ავტომანქანით ტუნისელი მამაკაცი ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრებოდა
27-12-2016, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონელი მძღოლი ლუკასზ ურბანი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი მკვლელი ანის ამრი მისი სატვირთო ავტომანქანით ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრებოდა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ურბანი, ბერლინში 19 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმისას.

 


მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურბანმა ხელი შეუშალა ანის ამრის უფრო მეტი მსხვერპლის გამოწვევისაგან, მაგრამ გერმანული გამოცემა „ბილდის“ თანახმად, ექიმებმა გამორიცხეს, რომ იგი გონებაზე იმყოფებოდა.

 


როგორც გერმანული გაზეთი „ბილდი“ იუწყება, ურბანის ცხედრის გაკვეთის შედეგად ჩატარებული გამოკვლევისას გაირკვა, რომ მას თავში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი მოხვედრილი 16:30 და 17:30 საათს შორის პერიოდში და დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. მისმა ხელმძღვანელმა და ბიძაშვილმა განაცხადა, რომ მასთან კონტაქტი დაახლოებით 16:00 საათზე გაუწყდა.

 


ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა კი მხოლოდ 20:00 საათის შემდეგ მოხდა, და შესაძლოა ის, მგზავრის სავარძელში მყოფი, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო იმ დროისთვის, მაგრამ მძღოლისთვის ხელის ჩავლების უნარი არ ექნებოდა, - ამატებს „ბილდი“.

 


37 წლის ლუკასზ ურბანმა 19 დეკემბერს 40-ტონიანი სატვირთო ავტომანქანის ბერლინში პარკირება მოახდინა და მომდევნო დღისთვის ფოლადის კოჭების ტვირთის გადმოცლას ელოდებოდა. პეტიციას, სიკვდილის შემდეგ მისი დაჯილდოვების შესახებ, სამშაბათს 38 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 


ბერლინის საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმიდან მალევე იტალიის პოლიციამ ტუნისში დაბადებული 24 წლის ანის ამრი მილანთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მას შემდეგ რაც იგი ბერლინიდან საფრანგეთის გავლით იტალიაში ჩავიდა. გავრცელებულ ვიდეოში ამრი „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე დებს ერთგულების აღთქმას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი